ევრობასკეტ-2015-ის მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლაში ჩეხეთმა ლატვია ანგარიშით 97:70 გაანადგურა და 2016 წლის რიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.
ჩეხების მხრიდან ათქულიან ზღვარს ორი კალათბურთელი მიუახლოვდა, ხოლო ოთხი მათგანი გადაცდა. საუკეთესო იან ვესელი გახდა, რომელმაც 24 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.
ლატვია - ჩეხეთი 70:97 (23:28, 13:29, 9:23, 25:17)







