ფეხბურთი

14:32 | 20.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას უარი “ბარსელონას”

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს ინფორმაციით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (FIFA) კატალონიის “ბარსელონას” მოთხოვნა, ახლად დამატებული ფეხბურთელი ტრავმირებული რაფინიას ნაცვლად გუნდში დაერეგისტრირებინა, არ დააკმაყოფილა.

“კლუბმა ფიფას რამდენიმე თვის წინ სთხოვა, იმ შემთხვევაში თუ ტრავმირებული ფეხბურთელები გვეყოლებოდა ისინი ახლადდამატებული მოთაშეებით შეგვეცვალა. თუმცა ფიფამ გვითხრა, რომ ამის ნებას არ დაგვრთავდა.”- განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

Sunday Times-ის ცნობით, “ბარსელონამ” კვლავ მოითხოვა რაფინიას შემცვლელის დარეგისტრირება, თუმცა უარი მიიღო. ესპანურ გრანდს ფიფას სასჯელის მიხედვით დამატებული ფეხბურთელის გამოყენება 2016 წლის იანვრიდან შეეძლება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.095733