სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:35 | 21.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოტის სამასი და "ინტერის" მიჯრით მეოთხე

რობერტო მანჩინიმ “კიევოსთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა, სეზონის პირველი ამოცანა 10 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ლიდერობა არისო და აგერ უკვე მიჯრით ოთხი შეხვედრაა “ინტერნაციონალე” მეტოქეებს ამარცხებს. “ნერაძურიმ” ამჯერად ვერონას “კიევოს” მისსავე მოედანზე აჯობა და სეზონში პირველი მარცხი აგემა. ერთადერთი გოლი კი 42-ე წუთზე მაურო იკარდიმ გაიტანა. ახალგაზრდა არგენტინელმა ახლო მანძილიდან თანამემამულე ალბანო ბიძარის შანსი არ დაუტოვა.

თუ “ინტერი” თამაშს თამაშზე იგებს, ამ უიქ-ენდზე პირველი სამი ქულა მოიპოვა მოქმედმა ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა”. მაქს ალეგრის გუნდმა “ჯენოას” ერთი თავით აჯობა და თითო ტაიმში თითოჯერ გაუტანა. ჯერ პოლ პოგბას ახლო მანძილიდან დარტყმული, რომელიც ხარიხამ აისხლიტა, გენუელთა კიპერ ლამანას მოხვდა და ბადეში აღმოჩნდა, მერე კი უკვე თავად ფრანგმა პენალტი გაიტანა, რომელიც ჯორჯო კიელინის წაქცევისთვის დაინიშნა. ასე და ამრიგად, “ბებერმა ქალბატონმა” გამარჯვებების გრაფა კალჩოშიც გახსნა.

ფრანჩესკომ ტოტის დასამახსოვრებელი დღე ჰქონდა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა “სასუოლოს” ტაიმის მიწურულს გაუტანა და ეს გოლი მის რომაულ კარიერაში მე-300 გამოდგა. უნდა აღინიშნოს, რომ გოლი არ გავიდოდა, რომ არა ჯერ სტუმართა კიპერის ანდრეა კონსილის დაუდევარი მოქმედება და შემდეგ ლაინსმენის უყურადღებობა – ჩესკო თამაშგარე მდგომარეობაში იყო. ამ გოლით “მგლებმა” გრიგორი დეფრელის გოლი გაქვითეს, ხოლო დარჩენილ დროში გუნდებმა კიდევ თითო გოლი გაცვალეს და მატჩიც ფრედ დასრულდა.

როგორც ჩანს, “ლაციოს” ხელმძღვანელობას სტეფანო პიოლის მომავალზე სერიოუზული დაფიქრება მოუწევს. ყოველშემთხვევაში ფაქტია, რომ სეზონის მეორე გასვლითი მატჩი დედაქაქელებმა წააგეს. თუმცა, წაგებაცაა და წაგებაც! “კიევოსთან” 0:4 მარცხის მერე, ამჯერად “ლაციალე” “ნაპოლისთან” 0:5 შერცხვა. ამას თუ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში “ბაიერთან” 0:3 წაგებასაც დავუმატებთ, დავინახავთ, რომ “ლაციომ” სამ საგარეო შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა და სამაგიეროდ 12 ბურთი გაუშვა... “ნაპოლისთვის” კი ეს ახალ სეზონში პირველი სამი ქულა აღმოჩნდა.

სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია “ტორინოს” გამარჯვება “სამპდორიასთან” (2:0) ფაბიო კვალიარელას დუბლით და “ფიორენტინას” მორიგი სამი ქულა, ამჯერად დებიუტანტ “კარპისთან” შეხვედრაში.

“კიევო” – “ინტერი” 0:1 (0:1)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 10 000

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; ფრეი, გამბერინი, ცეზარი, გობი; კასტრო, რიგონი (პეპე 81), ჰეტემაი; ბირსა (მ’პოკუ 75); მეჯორინი, პალოსკი (ინგლეზე 68)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; სანტონი, მედელი, მურილო (რანოკია 69), ალექს ტელეში; გუარინი, ფელიპე მელო, კონდოგბია (ბროჟოვიჩი 85); პერიშიჩი; იოვეტიჩი (პალასიო 75), იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

გოლი: 0:1 იკარდი (42)

გაფრთხილება: რიგონი (37), მეჯორინი (40), მ’პოკუ (90) – გუარინი (27)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 11 (5) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 8:8 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

“ატალანტა” – “ვერონა” 1:1 (0:0)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 15 000

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; მაზიელო (რაიმონდი 82), სტენდარდო, პალეტა, ბელინი; დე რუნი, კურტიჩი, გრასი (ჩიგარინი 77); გომესი, დენისი (მონაკელო 62), მაქსი მორალესი

მწვრთნელი: ედუარდო რეია

“ვერონა” (4-3-3): გოლინი; სუპრაიენი, მარკესი (ბიანკეტი 70), მორასი, პიზანო; გრეკო, ვივიანი, სალა (სილიგარდი 90); იანკოვიჩი, ტონი (პაცინი 25), გომესი

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

გოლები: 1:0 მაქსი მორალესი (89), 1:1 პიზანო (90)

გაფრთხილება: დე რუნი (54), რაიმონდი (85), მონაკელო (90) – სუპრაიენი (13), იანკოვიჩი (45, 79), სალა (48), გოლინი (78)

გაძევება: იანკოვიჩი (79)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 5 (3) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ფაბიო მარესკა

“ბოლონია” – “ფროზინონე” 1:0 (1:0)

ბოლონია, “რენატო დალ არა”

მაყურებელი: 15 000

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ფერარი, ოიკონომუ, როსეტინი, მაზინა; ტაიდერი, დიავარა (კრესეტიჯი 55), პულგარი; ბრიენცა (ფალკო 79), დესტრო (მანკოსუ 74), მუნირი

მწვრთნელი: დელიო როსი

“ფროზინონე” (4-4-2): ლეალი; როზი, დიაკიტე, ბლანჩარდი, პავლოვიჩი; პაგანინი (ვერდე 80), ჩისბა, სამარკო, ტონევი (სოდიმო 60); ლონგო (ჩიოფანი 54), დიონისი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

გოლი: 1:0 მუნირი (27)

გაფრთხილება: დიავარა (18), დესტრო (53), კრესეტიჯი (56), ფერარი (72) – ლონგო (32), სამარკო (48), პაგანინი (61), სოდიმო (63), პავლოვიჩი (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 14 (9) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: დანიელე ორსატო

“ჯენოა” – “იუვენტუსი” 0:2 (0:1)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 19 000

“ჯენოა” (4-3-1-2): ლამანა; სისოკო, ბურდისო, დე მაიო, იცო; რინკონი, დზემაილი (პანდევი 57), ლაქსალტი; პეროტი (ფიგერაში 46); ნ’ტჩამი, კაპელი (ტაკჩიდისი 65)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, კიელინი, ევრა; სტურარო, ლემინა (ერნანესი 76), პოგბა; კუადრადო, მანჯუკიჩი (ძაძა 83), მორატა (პერეირა 22)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 ლამანა (37, ა.გ), 0:2 პოგბა (60, პენ)

გაფრთხილება: იცო (26, 44), დზემაილი (50) – ევრა (17), პოგბა (61), ლემინა (62), ძაძა (86)

გაძევება: იცო (44)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (1) – 9 (2) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 1:2 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: პაოლო ვალერი

“რომა” – “სასუოლო” 2:2 (1:2)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 40 000

“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; მაიკონი (ფლორენცი 64), რუდიჯერი, მანოლასი, ტოროსიდისი; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი; იტურბე (იაგო ფალკე 50), ტოტი (ჯეკო 72), სალაჰი

მწვრთნელი: რუდი გარსია

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, აჩერბი, კანავარო, პელუზო; მანიანელი, მისიროლი, დანკანი (ბიონდინი 59); პოლიტანო (ბერარდი 81), ფლორო ფლორესი (სანსონე 65), დეფრელი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 0:1 დეფრელი (22), 1:1 ტოტი (36), 1:2 პოლიტანო (45), 2:2 სალაჰი (49)

გაფრთხილება: მაიკონი (57), დე როსი (73) – პოლიტანო (40), სანსონე (86), პელუზო (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (7) – 7 (4) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 11:3 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: დავიდე მასა

“ტორინო” – “სამპდორია” 2:0 (2:0)

ტურინი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 15 000

“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი (ძაპაკოსტა 76), ვივესი, ბაზელი, აკქუა (ბენასი 84), მოლინარო; ბელოტი (მაქსი ლოპესი 56), კვალიარელა

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; მოისანდერი, პერეირა, სილვესტრე, რეჯინი (ლაზაროსი 46); ფერნანდო, ბარეტო, სორიანო (როდრიგესი 82); ივანი (კორეა 62); ედერი, მურიელი

მწვრთნელი: ვალტერ ძენგა

გოლები: 1:0 კვალიარელა (18), 2:0 კვალიარელა (24)

გაფრთხილება: აკქუა (45), ვივესი (63) – რეჯინი (39), ფერნანდო (79), ლაზაროსი (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (9) – 10 (6) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 7:7 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“კარპი” – “ფიორენტინა” 0:1 (0:1)

მოდენა, “ბრალია”

მაყურებელი: 14 000

“კარპი” (4-4-2): ბენუსი; ძაკარდო, ბუბნიჩი, რომანიოლი, ლეტიცია (ლაძარი 77); ლოლო, კოფიე (დი გაუდიო 56), მატოსი (მბაკოგუ (71), გაბრიელ სილვა; ფედელე, ბორიელო

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, რონკალია; ჟილბერტო, სუარესი, ბორხა ვალერო, პასკუალი (ალონსო 46); ბერნარდესკი (ვერდუ 76), როსი (კალინიჩი 58); ბაბაკარი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

გოლი: 0:1 ბაბაკარი (35)

გაფრთხილება: ლოლო (18), ფედელე (44), კოფიე (48) – პასკუალი (41), ალონსო (63), ტატარუშანუ (68), სუარესი (69)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 8 (2) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 5:4

მსაჯი: მარკო დი ბელო

“ნაპოლი” – “ლაციო” 5:0 (2:0)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 33 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (დავიდ ლოპესი 60); კალეხონი, იგუაინი (გაბიადინი 65), ინსინიე (ელ კადური 74)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ლაციო” (4-3-1-2): მარკეტი; ბასტა, ჰოედტი, მაურისიო, რადუ; პაროლო, ლულიჩი (ანდერსონი 46), ონაზი; მაური (მილნკოვიჩ-სავიჩი 46); კეიტა, მატრი (ჯორჯევიჩი 74)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 1:0 იგუაინი (14), 2:0 ალანი (35), 3:0 ინსინიე (48), 4:0 იგუაინი (59), 5:0 გაბიადინი (79)

გაფრთხილება: კულიბალი (77) - ლულიჩი (19), მაურისიო (56)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (10) – 5 (2) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: დავიდე მასა

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095097