სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:40 | 22.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს ბოლო ოცწლეულის საუკეთესო გოლეადორები

იტალიის ჩემპიონატი წლების წინ ევროპაში საუკეთესო იყო და აპენინის ნახევარკუნძულზე იმხანად არაერთი სახელმოხვეჭილი და ბევრი გუნდისთვის საოცნებო ბიჭები აგორებდნენ ბურთს. მათ შორის რაღა თქმა უნდა გამორჩეული ფორვარდებიც იყვნენ.

საინტერესო იქნება თვალი გადავავლოთ სერია A-ს ბოლო 20 წლის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორებს, ოღონდ არამხოლოდ გატანილი გოლების, არამედ ნათამაშები წუთების მიხედვით ნაჩვენები შედეგიანობით გამორჩეულ ფეხბურთელებს.

აღსანიაშნავია, რომ საუკეთესო ათეულში ისეთი ფეხბურთელებიც არიან, რომლებიც იტალიის ჩემპიონატში დღესაც თამაშობენ.

მოწინავე ათეული კი შემდეგნაირია:

1. რონალდო (“ინტერი”, “მილანი”) – 58 გოლი, საშუალოდ 118.2 წუთში ერთი გოლი

2. კრისტიან ვიერი (“იუვენტუსი”, “ლაციო”, “ინტერი”, “მილანი”, “ფიორენტინა”, “ატალანტა”) – 141 გოლი, საშუალოდ 126.9 წუთში ერთი გოლი

3. დავიდ ტრეზეგე (“იუვენტუსი”) – 123 გოლი, საშუალოდ 127.4 წუთში ერთი გოლი

4. ჯუზეპე როსი (“პარმა”, “ფიორენტინა”) – 25 გოლი, საშუალოდ 128.7 წუთში ერთი გოლი

5. კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 39 გოლი, საშუალოდ 133.1 წუთში ერთი გოლი

6. ანდრეი შევჩენკო (“მილანი”) – 127 გოლი, საშუალოდ 135.2 წუთში ერთი გოლი

7. დიეგო მილიტო (“ჯენოა”, “ინტერი”) – 86 გოლი, საშუალოდ 136.7 წუთში ერთი გოლი

8. ვინჩენცო მონტელა (“სამპდორია”, “რომა”) – 141 გოლი, საშუალოდ 140.1 წუთში ერთი გოლი

9. გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 39 გოლი, 141.3 წუთში ერთი გოლი

10. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”) – 122 გოლი, საშუალოდ 145.6 წუთში ერთი გოლი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089532