ჭადრაკი

22:08 | 26.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო თასის გათამაშება დასასრულს მიუახლოვდა

დასასრულს მიუახლოვდა მოჭადრაკე ვაჟთა შორის მსოფლიო თასის გათამაშება, რომელსაც ბაქო ( აზერბაიჯანი) მასპინძლობს. აღნიშნულ ტურნირში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 128 მოჭადრაკე იყო ჩაბმული, დღეისათვის კი მთავარი პრიზისათვის ბრძოლას მხოლოდ ოთხი შემორჩა. ესენი არიან პიოტრ სვიდლერი (რუსეთი), ანიშ გირი ( ჰოლანდია), პაველ ელიანოვი ( უკრაინა) და ანდრეი კარიაკინი ( რუსეთი).

მეოთხედფინალში ყველაზე დაძაბული სვიდლერი- ვეი ის( ჩინეთი) და კარიაკინი-შახრიარ მამედიაროვის ( აზერბაიჯანი) შეხვედრები გამოდგა. ზედიზედ 6 ყაიმის შემდეგ სვიდლერმა ბლიცებში მეტოქე 1,5:0,5 დაამარცხა. რაც შეეხება კარიაკინს, მან მასპინძელთა წარმომადგენელი ზედიზედ ოთხი ყაიმის შემდეგ ბლიცებში 2:0 დაამარცხა. დანარჩენი ნახევარფინალისტებიდან გირმა და ელიანოვმა ერთნაირი ანგარიშით 1,5:0,5 შესაბამისად მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი ( საფრანგეთი) და ჰიკარუ ნაკამურა ( აშშ) ჩამოიშორეს გზიდან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098853