იტალიის ბოლო ოთხი სეზონის ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” ისევ წააგო. გიკვირთ? – საოცარია, მაგრამ მიმდინარე სეზონში “ბებერი ქალბატონის” წარუმატებელ თამაშს გულშემატკივარი უკვე დაეჩვია. არავინ უწყის, როდემდე აქვს ნდობის მანდატი მასიმილიანო ალეგრის, ფაქტია, რომ “იუვემ” სერია A-ში მეექვსე მატჩიდან მესამე წააგო. ამჯერად, ნეაპოლში. თანაც დამსახურებულად. მასპინძლები პირველ ტაიმში ლორენო ინსინიემ დააწინაურა, მერე გონსალო იგუაინმაც შეაგდო და მარიო ლემინას პირველი ტურინული გოლი სტუმრებს არაფერში წაადგათ. ასე და ამრიგად, “იუვე” წაგებებს დაეჩვია და ჩვენც დაგვაჩვია... და მაინც, მატჩის შემდეგ ალეგრიმ იხტიბარი არ გაიტეხა და თავისი შეგირდები შეაქო, კარგად ვითამაშეთო, სულ მალე "იუვეს" განსხვავებულ, მისთვის ჩვეულ პოზიციაზე ნახავთო, მაგრამ ისმის კითხვა - როდის?, როგორ?.. მასიმილიანოს დანაპირების ასრულებისთვის ბევრი რამის შეცვლა აშკარად მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში შორს არ იქნება ის დღე, როცა მას შეცვლიან...
სამაგიეროდ, ტურის სასტარტო შეხვედრაში ფეერიულად მოიგო “რომამ”. დედაქალაქელებმა დბიუტანტი “კარპი” უშანსოდ დატოვეს და მის კარში 5 გოლი გაიტანეს. ერთი ამდენიც უნდა გაეტანათ. ერთადერთი რაც ფაბრიციო კასტორის გუნდმა შეძლო, ექსრომაელის, მარკო ბორიელოს გოლი გახლდათ.
“რომა” – “კარპი” 5:1 (3:1)
რომი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 40 000
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; მაიკონი, მანოლასი, დე როსი, დინიე; ნაინგოლანი, კეიტა (ვანკუერი 21), პიანიჩი; სალაჰი, ჯეკო (ტოტი 46, იტურბე 55), ჟერვინიო
მწვრთნელი: რუდი გარსია
“კარპი” (3-5-2): ბრკიჩი; ძაკარდო, გალიოლო, რომანიოლი (დი გაუდიო 46); ლეტიცია, კოფიე, ბიანკო, ფედელე (ლაძარი 55), გაბრიელ სილვა; მატოსი, ბორიელო (ლასანია 71)
მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი
გოლები: 1:0 მანოლასი (24), 2:0 პიანიჩი (28), 3:0 ჟერვინიო (31), 3:1 ბორიელო (34), 4:1 სალაჰი (51), 5:1 დინიე (68)
გაფრთხილება: მაიკონი (77) – კოფიე (26)
გამოუყენებელი პენალტი: მატოსი (77)
სტატისტიკა: კარისკენ დარტყმები: 16 (12) – 10 (7) ბურთის ფლობა: 68%-32% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 0:3
მსაჯი: მასიმილიანო ირატი
“ნაპოლი” – “იუვენტუსი” 2:1 (1:0)
ნეაპოლი, “სან პაოლო”
მაყურებელი: 33 000
“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (ლოპესი 80); კალეხონი, იგუაინი (გაბიადინი 85), ინსინიე (მერტენსი 40)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; პადოინი (ალექს სანდრო 89), ბონუჩი, კიელინი, ევრა; პოგბა, ერნანესი (კუადრადო 64), ლემინა; პერეირა; ძაძა, დიბალა (მორატა 71)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 1:0 ინსინიე (26), 2:0 იგუაინი (62), 2:1 ლემინა (64)
გაფრთხილება: გულამი (50), კალეხონი (55) – ბონუჩი (51), ევრა (53), პადოინი (87), მორატა (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 8 (3) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 0:4
მსაჯი: დანიელე ორსატო









