საჩემპიონო “ფიორენტინა” – ამაზე მოკლედ და ლაკონურად, თანაც ზუსტად, ფლორენციის “ფიორენტინას” თამაშს ვერ დავახასიათებთ. პაულო სოუზას გუნდი სერია A-ში გალიდერდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის თამაში, რომელიც “იებმა” აქამდე უდანაკარგოდ მოთამაშე “ინტერთან” “ჯუზეპე მეაცაზე” აჩვენეს. იოსიპ ილიჩიჩი-ნიკოლა კალინიჩი – ამ დუეტმა “ნერაძური” მთლიანად აიკლო და ერთმა სამი გოლი გაუტანა, მეორემ გოლი, საგოლე პასი და არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი გვაჩვენა.
“დნიპროს” ყოფილმა ფორვარდმა შეხვედრა თავიდანვე აქტიურად დაიწყო და მე-2 წუთზე სამირ ჰანდანოვიჩის პენალტი გამოსტყუა, მერე ორი გოლი გაუტანა, მირანდას გასახდელისკენ გასვლაც გამოუწერა და თამაშის ბოლოს ჰეთ-თრიქიც გაიფორმა. ასეთ თამაშს ნებისმიერი კლასის ფორვარდი მოაწერდა ხელს! ნაკლებად არც ილიჩიჩი გარჯილა – ჯერ, პენალტი გარდასახა გოლად, შემდეგ კალინიჩი რომ არა დუბლს შეასრულებდა, ხოლო ბოლო გოლში მთავარი როლი ითამაშა, როცა მასპინძელ მცველები ბავშვებივით გააბითურა. მოკლედ, “ფიორენტინა” ლიდერია, თანაც დამსახურებულად. “ინტერმა” კი სეზონში პირველად წააგო. სამაგიეროდ მსუყედ და არავინ იცის, იქნებ მანჩინის შეგირდთა საჩემპიონო ამბიციები მეტისმეტად ნაადრევიც გამოდგეს.
ცუდი დღე ჰქონდა მეორე მილანურ გრანდსაც. “მილანი” გენუაში ჩავიდა დასაწყისშივე გაშვებული გოლი ვეღარ გაქვითა და შინ უქულოდ დაბრუნდა. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდს 6 ტურში 3 მოგება და ამდენივე წაგება აქვს, რაც საეჭვოა ლომბარდიის დედაქალაქში აკმაყოფილებდეთ...
სამაგიეროდ, მესამე ადგილზე წამოსკუპდა “ტორინო”. თანაქალაქელ “იუვენტუსისგან” განსხვავებით “ტორო” ფანტასტიურად თამაშობს. ჯამპიერო ვენტურას შეგირდებმა ამჯერზე სიცილიური “პალერმო” ოლიმპიკოზე” დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ მაინც დაამარცხეს – 2:1.
სტეფანო პიოლის ერთ კვირის წინ გათავისუფლება ემუქრებოდა, თუმცა ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა – ბოლო ორ ტურში მოგებით “ლაციალე” მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა და ლიდერებს ოდენ 3 ქულით ჩამორჩება. “არწივები” ამჯერად ვერონას ეწვივნენ, სადაც მართალია ადგილობრივ “ჰელასთან” თავიდან აგებდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში თამაში შემოატრიალეს და და ლუკას ბილიასა და მარკო პაროლოს გოლებით იმარჯვეს.
“ჯენოა” – “მილანი” 1:0 (1:0)
გენუა, “მარასი”
მაყურებელი:
“ჯენოა” (3-4-3): ლამანა; დე მაიო, ბურდისო, მარკეზე (ნ’ტჩამი 70); რინკონი, ფიგერაში (იცო 56), დზემაილი, ლაქსალტი; კაპელი, პავოლეტი (გაკპე 85), პეროტი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
“მილანი” (4-3-1-2): დიეგო ლოპესი; დე შილიო, რომანიოლი, ძაპატა, კალაბრია; ბონავენტურა (ბაკა 80), დე იონგი (ელი 45), მონოტლივო (კუჩკა 76); ბერტოლაჩი, ლუის ადრიანო, ბალოტელი
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
გოლი: 1:0 დზემაილი (10)
გაფრთხილება: პავოლეტი (59), დე მაიო (62), დზემაილი (68), ბურდისო (89) - ბონავენტურა (12), რომანიოლი (18, 43), კალაბრია (56), ლუის ადრიანო (83), ბერტოლაჩი (90)
გაძევება: რომანიოლი (43)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 8 (3) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 6:1
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო
“ბოლონია” – “უდინეზე” 1:2 (1:0)
ბოლონია, “დალ არა”
მაყურებელი:
“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ფერარი, ოიკონომუ, როსეტინი, მაზინა; პულგარი, დიავარა, რიცო (ტაიდერი 74); ჯაკერინი (ბრიენცა 31), დესტრო (მანკოსუ 75), მუნირი
მწვრთნელი: დელიო როსი
“უდინეზე” (4-3-1-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, პირისი, ალი ადნანი (პასკუალე 79); ბადუ, იტურა (ლოდი 46), ედენილსონი; მარკინიო, ძაპატა, ტერო (დი ნატალე 59)
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო
გოლები: 1:0 მუნირი (31), 1:1 ბადუ (61), 1:2 ძაპატა (85)
გაფრთხილება: მუნირი (34), დესტრო (42), დიავარა (50), მაზინა (57) – ალი ადნანი (45), ლოდი (66), პასკუალე (88)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 6 (3) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი
“ვერონა” – “ლაციო” 1:2 (1:0)
ვერონა, “ბენტეგოდი”
მაყურებელი: 19 000
“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; პიზანო, ჰელანდერი, მორასი, სუპრაიენი; ჰალფრედსონი (მატუზალემი 77), გრეკო (ბიანკეტი 61), ვივიანი; იანკოვიჩი, გომესი (ვსჟოლეკი 55), სალა
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი
“ლაციო” (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, ჯენტილეტი, მაურისიო, ლულიჩი; პაროლო, ბილია; ანდერსონი (ჰოედტი 82), მილინკოვიჩი-სავიჩი, კიშნა (მაური 61); ჯორჯევიჩი (კეიტა 61)
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
გოლები: 1:0 ჰელანდერი (33), 1:1 ბილია (63, პენ), 1:2 პაროლო (86)
გაფრთხილება: ჰალფრედსონი (14), სალა (78) – მაურისიო (25, 81), ლულიჩი (67), პაროლო (90)
გაძევება: მაურისიო (81)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (2) – 9 (2) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 3:10 თამაშგარე: 1:5
მსაჯი: პიერო ჯაკომელი
“სასუოლო” – “კიევო” 1:1 (1:1)
რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”
მაყურებელი: 12 000
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, ტერანოვა, კანავარო (არიაუდო 46), პელუზო; მანიანელი, მისიროლი, დანკანი; ბერარდი (პოლიტანო 82), ფლო ფლორესი (სანსონე 71), დეფრელი
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩიატორე, დაინელი (ცეზარი 31), გამბერინი, გობი; რიგონი, კასტრო (პინცი 82), პეპე (ბირსა 64); ჰეტემაი; მეჯორინი, პალოსკი
მწვრთნელი: როლანდო მარანი
გოლები: 1:0 დეფრელი (3), 1:1 პალოსკი (24)
გაფრთხილება: პელუზო (13), მანიანელი (56), ბერარდი (64) – ჰეტემაი (43)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (9) – 10 (4) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: მიშელ ფაბრი
“ტორინო” – “პალერმო” 2:1 (1:0)
ტურინი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 15 000
“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; ძაპაკოსტა, ბაზელი (ობი 67), ვივესი, ბენასი (აკქუა 70), მოლინარო; მაქსი ლოპესი (გასტონ სილვა 62), კვალიარეალა
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
“პალერმო” (3-4-1-2): სორენტინო; გონსალესი, სტრუნა, ალ კაუტარი; რისპოლი (ჯილარდინო 51), ჩოჩევი, ჰილიერმაკი, დაპრელა (ლაზაარი 74); ვასკესი; ტრაიკოვსკი (ლა გუიმინა 82), ქუაისონი
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
გოლები: 1:0 გონსალესი (44, ა.გ), 2:0 ბენასი (48), 2:1 გონსალესი (71)
გაფრთხილება: ბოვო (34), მოლინარო (37, 61), პადელი (77) - რისპოლი (32), ვასკესი (42), სტრუნა (66), ქუაისონი (88), ელ კაუტარი (90)
გაძევება: მოლინარო (61), ობი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 11 (5) ბურთის ფლობა: 52%48% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 3:0
მსაჯი: მაურიციო მარიანი
“ინტერი” – “ფიორენტინა” 1:4 (0:3)
მილანი, “ჯუზეპე მეაცა”
მაყურებელი: 42 687
“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; სანტონი, მირანდა, მედელი, ტელეში; კონდოგბია (რანოკია 46), ფელიპე მელო, გუარინი (ბროჯოვიჩი 77); პერიშიჩი (ბიაბიანი 61); პალასიო, იკარდი
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; რონკალია (ჟილბერტო 76), როდრიგესი, ასტორი; ბლაშჩიკოვსკი (ტომოვიჩი 69), ბადეი (მატი ფერნანდესი 82), ვესინო, ალონსო; ბორხა ვალერო, ილიჩიჩი; კალინიჩი
მწვრთელი: პაულო სოუზა
გოლები: 0:1 ილიჩიჩი (4), 0:2 კალინიჩი (18), 0:3 კალინიჩი (23), 1:3 იკარდი (60), 1:4 კალინიჩი (76)
გაფრთხილება: ჰანდანოვიჩი (3), კონდოგბია (40), გუარინი (43), მედელი (81) – კალინიჩი (69), ალონსო (90)
გაძევება: მირანდა (32)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (3) – 9 (8) ბურთის ფლობა: 32%-68% კუთხურები: 2:3 თამაშგარე: 4:0
მსაჯი: ანტონიო დამატო









