“მილანის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, განელი ფეხბურთელი კევინ-პრინს ბოატენგი ყოფილი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე “მილანელოზე” 31 დეკემბრამდე ივარჯიშებს.
აფრიკელი მოთამაშე “შალკემ” მიმდინარე წლის მაისში დასაჯა და ფეხბურთელმაც ახალი გუნდის მოძებნა დაიწყო. ბოატენგმა ზაფხულში ლისაბონის “სპორტინგთან” მოლაპარაკება აწარმოა, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა.
ნახევარმცველი სეზონის ბოლომდე იმ გუნდის რიგებში ივარჯიშებს, რომლის შემდგენლობაშიც 100 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.





