გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ჯეფ ვუდმა საქართველოსა და შოტლანდიასთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
გიბრალტარი 8 სექტემბერს თბილისში გამართავს მატჩს, ხოლო სამ დღეში შოტლანდიას პორტუგალიაში უმასპინძლებს.
მეკარეები: ჯორდან პერესი (“სენტ ჟოზეფსი”), ჯეიმ რობა (“ლე პონტე”, საფრანგეთი), ლიამ ნილი (“გიბრალტარ იუნაიტედი”)
მცველები: როი ჩიპოლინა, ჟოზეფ ჩიპოლინა, რაიან კაშარო, ჟან კარლოს გარსია (ოთხივე “ლინკოლნ რედი”), ჯეკ სერგანტი, ჯასტინ როვენო (“მანჩესტერ 62”), ერინ ბარნეტი (“ლიონს გიბრალტარი”), ჯეიმ ბოსიო (“ეშფორდ იუნაიტედი”, ინგლისი)
ნახევარმცველები: ლიამ უოლკერი, ენტონი ბარდონი, ბრაიან პერესი (სამივე “ლინკოლნ რედი”), ჯეიკ გოსლინგი (“ბრისტოლი”, ინგლისი), ჯესი ვიქტორი, აარონ პაიასი, ჯერემი ლოპესი (ორივე “მანჩესტერ 62”), რობერტ გუილინგი, ლიამ კლარკი (“ლინქსი”)
თავდამსხმელები: ლი კაშარო, კაილ კაშარო, ჯორჯ კაბრელა, მიკი იომი (ოთხივე “ლინკოლნ რედი”), ჯონ პოლ დუარტე, ჯეიმი კუმბესი (“მანჩესტერ 62”), ევან გრინი (“ლიონს გიბრალტარი”).









