ფეხბურთი

22:05 | 2.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ სელადესმა საქართველოსა და შვედეთთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის 19-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ესპანეთი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებს თბილისში “მიხეილ მესხზე” 7 ოქტომბერს დაუპირისპირდება, ხოლო 13 ოქტომბერს შინ შვედეთს მიიღებს.

სელადესის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ალეხანდრო რემირო (“ბილბაო”), პაუ ლოპესი (“ესპანიოლი”), კეპა არისაბალაგა (“ვალიადოლიდი”).

მცველები: ჯონათან კასტრო “ჯონი” (“სელტა”), ხესუს ვალეხო (“სარაგოსა”), რუბენ დუარტე (“ესპანიოლი”), ხავიერ მანკილო (“მარსელი”, საფრანგეთი), ხორხე მერე (“ხიხონი”), ჰექტორ ბელერინი (“არსენალი”, ინგლისი).

ნახევარმცველები: საულ ნიგუესი (“ატლეტიკო”), ხოსე როდრიგესი (“გალათასარაი”, თურქეთი), დანიელ სებალოსი (“ბეტისი”), მარკო ასენსიო (“ესპანიოლი”), მატიას ნაუელი (“ვილიარეალი”), ოლივერ ტორეს მუნიოზი (“ატლეტიკო”).

თავდამსხმელები: ჟერარ დეულოფეუ (“ევერტონი”, ინგლისი), მუნიე ელ ჰადადი (“ბარსელონა”), სამუელ კასტილეხო (“ვილიარეალი”), ბორხა მოია (“რეალი”).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092581