ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ინფორმაციით, “სელესაოს” დამრიგებელმა კარლოს დუნგამ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის “ბარსელონას” მცველი დანი ალვეში გამოიძახა. “ბლაუგრანას” მოთამაშემ ნაკრებში “მონაკოს” ტრავმირებული ფეხბურთელი ფაბინიო ჩაანაცვლა.
ბრაზილიელები საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ჩილესთან სტუმრად 9 ოქტომბერს ჩაატარებენ, ხოლო 14 ოქტომბერს ვენესუელას უმასპინძლებენ.







