კალათბურთი

22:41 | 8.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ფიბას რეიტინგში დაწინაურდა

ფიბამ ოფიციალური ვებგვერდზე მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 47-ე ადგილზე 14 ქულით იმყოფება.

2015 ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული გუნდი მერვედფინალში გავიდა და წარმატებული თამაშის წყალობით რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა. ევროპაში საქართველო 21 პოზიციაზე იმყოფება.

მსოფლიოს პირველი ნაკრები აშშ (1000ქ) გახლავთ. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი კი მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერს 285 ქულით ჩამორჩება. მესამე პოზიციაზე კი ევრობასკეტის მერვედფინალში საქართველოს მძლეველი ლიტვის ნაკრებია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159304