mediaset-ის ინფორმაციით, “მილანი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ანდრეა რანოკიას და მუსა სისოკოს შეძენას შეეცდება. ჯერჯერობით უცნობია “როსონერი” ფეხბურთელების სანაცვლოდ რამდენი მილიონის გაღებას აპირებს.
“ნიუკასლის” ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშემ მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სატრანსფერო ფასმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3.5 მილიონით დაიკლო და ამჟამად 10 მილიონ ევროს შეადგენს. რანოკიამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მოედანზე 71 წუთი გაატარა.





