იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ აზერბაიჯანთან სტუმრად გასამართი ევროშესარჩევი ეტაპის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ანდრეა პირლო შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს.
“ხვალინდელ მატჩში პირლო მონაწილეობას ვერ მიიღებს. მას ვარჯიშზე კუნთი დაეჭიმა. იმედია ანდრეა ნორვეგიასთან მატჩამდე გამოჯანმრთელდება.” – ციტირებს Aზერისპორტ-ი იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს.
“სკუადრა აძურა” 13 ოქტომბერს ნორვეგიას შინ დაუპირისპირდება.







