გერმანიისა და საქართველოს ნაკრებების თამაშამდე მასპინძელთა თავკაცმა იოაჰიმ ლიოვმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა. ლიოვმა აღნიშნა, რომ ირლანდიასთან მარცხში ტრაგედიას ვერ ხედავს და გუნდი ევროპის ჩემპიონატის საგზურს უპრობლემოდ მოიპოვებს.
დუბლინურ მარცხზე – აქამდე გაოგნებულენი ვართ, რადგან თამაშს მთლიანად ვაკონტროლებდით. თუმცა, ამისგან კატასტროფის შექმნა არ შეიძლება. დუბლინში კონცეტრაცია გვაკლდა და ეს გამოსასწორებელია. დარწმუნებული ვარ, უკეთესად ვითამაშებთ.
ფორმაზე - მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორ გზაზე ვდგავართ. თუმცა, ჩვენ ახლა ვერ ვაჩვენებთ იმ თამაშს, რაც ბოლომდე შეგვიძლია. დაცვაში კარგად გამოვიყურებით, მაგრამ სახიფათო მომენტების რეალიზება გვიჭირს და ეს უნდა გამოვასწოროთ.
მარიო გიტოცე და ბასტიან შვაინშტაიგერი - შოკირებულნი ვართ, მარიოს ტრავმის გამო. ახლახან იგი ჩინებულ ფორმაში შევიდა, როგორც “ბაიერნში”, ისე ნაკრებში. ძალიან ვწუხვართ გიოტცეს თაობაზე. შვაინშტაიგერი თუ თამაშამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს, აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში იქნება. ისე კი, შემადგენლობაში ბევრი ცვლილებები საჭიროდ არ მიმაჩნია.
თავდამსხმელები, კლოზე და გომესი – მარიო გომესი დანამდვილებით მაღალი კლასის ფორვარდია. იგი ამჯერად ვერ ხვდება ნაკრებში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს და მას ისევ შეუძლია ჩემი ყურადღების მიპყრობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელის ფსიქოლოგია, ნაკრებისას შეესაბამებოდეს.







