ავტოსპორტი

22:42 | 10.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

როსბერგმა ჰამილტონის 50-ე პოული ისევ გადადო

მაგრამ მთავარი ისაა, რომ „მერსედესის“ ორივე პილოტი, სასტარტო რიგში წინა ორ პოზიციაზე დადგება. სამქიმიანებს სოჭშივე შეუძლიათ კონსტრუქტორთა თასის ზედიზედ მეორედ მოპოვება. ამისათვის საკმარისია, რომ „ფერარიზე“ სამი ქულით მეტი აიღონ. ეს კი ძნელი არ უნდა იყოს. ნიკო როსბერგმა კი ამ სეზონში სულ მესამე პოული მოიპოვა.

ლუის ჰამილტონმა, ვისაც ამ სეზონში გამართული 15 საკვალიფიკაციო რბოლიდან, 12 აქვს მოგებული, მეორე სწრაფი წრე ბოლომდე არ გაიარა, რადგან მის საწყის ეტაპზე შეცდომა დაუშვა და როსბერგს მაინც ვეღარ აჯობებდა. ცნობისათვის, „მერსედესის“ პილოტებმა სოჭის პირველი რბოლაც წინა რიგიდან დაიწყეს, ოღონდ მაშინ პოულზე ჰამილტონი დადგა და რბოლაც მან მოიგო.

„პრაქტიკაზე ბევრი არ გვივლია, მაგრამ კვალიფიკაციაზე ყველაფერი კარგად აეწყო და მანქანაც კარგად მუშაობდა. აქ ჩვენთვის მთავარი კონსტრუქტორთა ჩემპიონატის მოგებაა. საოცარი იქნება, თუ ზედიზედ მეორე ტიტულს ასე ადრე გავინაღდებთ. მოკლედ, ამისათვის ვიბრძოლებთ. იმავდროულად, ლუისთან ქულებში ჩამორჩენის შემცირებასაც ვეცდები“, - განაცხადა როსბერგმა.

კვალიფიკაციის დაწყებამდე, მესამე პრაქტიკის დროს, მძიმე ავარია მოუვიდა „ტორო როსოს“ კარლოს საინს უმცროსს, რომელიც მალევე ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მართალია, სკანირებამ ესპანელ პილოტს ტრავმა ვერ აღმოუჩინა, მაგრამ ის იქ მაინც ერთი ღამით დარჩება. და ამის მიუხედავად, რბოლის სტიუარდებმა სტარტზე დადგომის უფლება მისცეს.

სოჭის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:37.113
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:37.433
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:37.912
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:37.965
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:38.348
  6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:38.659
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:38.691
  8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:38.787
  9. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:38.924
  10. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:39.728

- - - - - - - - - -

  1. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:39.214
  2. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:39.323
  3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:39.763
  4. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:39.811
  5. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:39.895

- - - - - - - - - -

  1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:40.144
  2. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:40.660
  3. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:43.693
  4. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 1:43.804
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) DNS

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094487