ისრაელის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ელი გუტმანმა თანამდებობა დატოვა.
ისრაელის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მწვრთნელის გადადგომის მიზეზი ევროშესარჩევში გუნდის წარუმატებელი ასპარეზობა გახდა.
ებრაელ სპეციალისტს ეროვნულმა ფედერაციამ მიზნად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დაუსახა, თუმცა ისრაელმა ევროშესარჩევში B ჯგუფში ბელგიის, უელსის და ბოსნიის შემდეგ მეოთხე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფშიც ვერ მოხვდა.
გუტმანს ისრაელის ფეხბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე აკავშირებდა.







