არგენტინის ეროვნული ნაკრების და “ბაზელის” მცველი ვალტერ სამუელი საფეხბურთო კარიერის მიმდინარე სეზონის ბოლოს დაასრულებს.
შვეიცარიულ გაზეთ ნეუე ძურცჰერ ძეიტუნგ-ს სამხრეთამერიკელმა შემდეგი სახის კომენტარი გაუკეთა: “მოვიდა დრო, როდესაც საკუთარ სხეულს უნდა მოუსმინო. ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა.”
სამუელმა კარიერა “ოლდ ბოისში” დაიწყო. 2000 წლიდან კი ევროპაში ასპარეზობს და წლების განმავლობაში “რომას”, მადრიდის “რეალის”, მილანის “ინტერის” ღირსებასიცავდა. ამჯამად ვალტერი “ბაზელში” თამაშობს.
სულ კარიერის განმავლობაში მცველმა საკლუბო დონეზე 588 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა. “ალბისელესტეს” რიგებში სამუელმა 56 შეხვედრაში გულშემატკივრები 5-ჯერ გაახარა.







