ფეხბურთი

16:45 | 18.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროშესარჩევის პლეი-ოფი: ურთიერთშეხვედრები

შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის კენჭისყრა გაიმართა. რვა გუნდმა ოთხი წყვილი შექმნა და დარჩენილი ოთხი ფინალისტის ვინაობას გაარკვევს.

შვედეთი – დანია

დიდ ინტერესს იწვევეს სკანდინავიური დაპირისპირება. სხვა წყვილებისგან განსხვავებით აღნიშნულმა ნაკრებებმა ერთმანეთის შესახებ ბევრი იციან, რაც სტატისტიკა ცხადყოფს. გუნდები ერთმანეთს 104-ჯერ შეხვედრილან, აქედან შვედეთმა 45 მოიგო, 40 – დანიამ. შვედეთი ერთადერთი გუნდი აღმოჩნდა 1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელმაც ტრიუმფატორ დანიას მარცხი აგემა (ჯგუფური ეტაპი, 1:0).

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, ჩემ გარეშე ევროპის ჩემპიონატის ვერ წარმომიდგენიაო. კენჭისყრის შემდეგ კი შვედეთის მწვრთნელმა დაიჩივლა დანიასთან დაპირისპირებას არ გვინდოდაო.

ნორვეგია – უნგრეთი

აღნიშნული გუნდების ურთიერთშეხვედრებში უნგრეთს მცირე უპირატესობა აქვს. 16 დაპირისპირებიდან უნგრელებმა 6 მატჩი მოიგეს, ხოლო ნორვეგიელებმა – 5. ბუდაპშტში 1981 წელს შემდეგ ნორვეგიასთან მოგებული (4:1) შეხვედრის შემდეგ უნგრელებმა ზედიზედ ცხრა მატჩში ვერ შეძლეს მეტოქის დამარცხება.

უკრაინა – სლოვენია

უკრაინისთვის სლოვენია უხერხული მეტოქე გახლავთ. 4 შეხვედრიდან სლოვენიელებმა ორი მოიგეს, ორიც კი ფრედ დასრულდა. სლოვენიამ 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში უკრაინა ორი მატჩის ჯამში დაამარცხა.

ბოსნია – ირლანდია

აღნიშნულ წყვილს დიდი ისტორია არ აქვს. ერთადერთი მატჩი ბოსნიასა და ირლანდიას შორის ამხანაგური მატჩის ხასიათის გახლდათ. 2012 წელს ირლანდიამ დუბლინში მეტოქე აიდენ მაკგიდის გოლის წყალობით დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087852