ჩოგბურთი

23:03 | 19.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ წყვილთა ტურნირში პირველი წრე დასძლია

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ საფრანგეთის ქალაქ ჟუ-ლე-ტურში დაწყებულ 50-ათასიან ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

შაფათავას და უკრაინელი ანასტასია ვასილიევას მე-2 ნომრად განთესილი დუეტი სლოვაკურ ტანდემს (ჰონჩოვა-სრამკოვა) გაეჯიბრა და 6:2, 6:2 მოიგო.

მეოთხედფინალში შაფათავას და ვასილიევას მეტოქეები არტგენტინელი ტატიანა ბუა და ესპანელი გეორგინა გარსია-პერესი იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090705