სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:17 | 20.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს სიმბოლური, სახელად "ნაპოლი"

იტალიის სერია A-ს ოფიციალური ვებგვერდის მომხმარებლებმა განვლილ უიქ-ენდზე კალჩოს საუკეთესო თერთმეტეული შეადგინეს. გულშემაკივართა მოსაზრებით, VIII ტურის სიმბოლურში ყველაზე მეტი, 7 ადგილი “ნაპოლის” ფეხბურთელებს ერგოთ. მოგეხსენებათ, ნეაპოლიტანელებმა შინ ფლორენციის “ფიორენტინას” ლორენცო ინსიენიესა და გონსალო იგუაინის გოლებით 2:1 აჯობეს.

დანარჩენი ოთხი ადგილი კი “იუვენტუსის”, “სასუოლოს”, “რომასა” და “ფიორენტინას” მოთამაშეებს ერგოთ.

VIII ტურის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირია:

მეკარე: პეპე რეინა (“ნაპოლი”)

მცველები: სიმე ვრსიალკო (“სასუოლო”), ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), კალიდუ კულიბალი (“ნაპოლი”), ფაუზი გულამი (“ნაპოლი”)

ნახევარმცველები: ალანი (“ნაპოლი”), მირალემ პიანიჩი (“რომა”), მარეკ ჰამშიკი (“ნაპოლი”)

თავდამსხმელები: ნიკოლა კალინიჩი (“ფიორენტინა”), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”), ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099144