ფეხბურთი

0:41 | 24.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვარსკვლავები “ოლდ ტრაფორდზე” შეიკრიბებიან

11 ნოემბერს “ოლდ ტრაფორდზე” გასამართი საქველმოქმედო მატჩის მონაწილე გუნდების შემადგენლობები ცნობილი გახდა. მანჩესტერში დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გუნდი მსოფლიო ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქველმოქმედო მატჩში ერთმანეთის მხარდამხარ ჯონ ტერის და რიო ფერდინანდსაც ვიხილავთ. “ჩელსის” ფეხბურთელმა 2011 წელს რიოს ძმას შეურაცყოფა მიაყენა და ტერი რასიზმში ამხილეს. ფერდინანდი ნაწყენი გახლდათ, თუმცა მათ საერთო ენა გამონახეს და ერთად ითამაშებენ.

“ოლდ ტრაფორდს” მწვრთნელის რანგში დაუბრუნდება სერ ალექს ფეგიუსონი, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ნაკრებს უთავკაცებს. ამ გუნდის კაპიტანი კი დევი ბექჰემი იქნება. მსოფლიო ნაკრების მწვრთნელად კი კარლო ანჩელოტი მოგვევლინება, კაპიტანი კი ზინედინ ზიდანი იქნება.

საქველმოქმედო მატჩი მონაწილე გუნდების შემადგენლობები შემდეგნაირად გამოიყურება:

დიდი ბრიტანეთი და ირლანდია: დევიდ სიმენი, დევიდ ჯეიმსი, ცოლ კემბელი, ჯონ ტერი, ფილ ნევილი, რიო ფერდინანდი, ჯეიმი კარაგერი, ეშლი კოული, ნიკი ბატი, დევიდ ბექჰემი (კაპიტანი), პოლ სქოულზი, რაიან გიგზი, მაიკლ ოუენი, ენდი კოული.

მთავარი მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი

მსოფლიო ნაკრები: ედვინ ვან დერ სარი, კაფუ, ფაბიო კანავარო, ალესანდრო ნესტა, პატრიკ ვიეირა, მიხაელ ბალაკი, მასიმო ამბროსინი, რობერ პირესი, ლუიშ ფიგუ, რონალდინიო, ზინედინ ზიდანი (კაპიტანი), დუაიტ იორკი, პატრიკ კლიუვერტი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, ლენდონ დონოვანი.

მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088298