ავტოსპორტი

3:06 | 24.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი შესაძლოა ტექსასშივე გახდეს ჩემპიონი

ლუის ჰამილტონს რეალური შანსი აქვს იმისა, რომ ამერიკაშივე გაინაღდოს მსოფლიო ჩემპიონის მესამე ტიტული. საქმე ისაა, რომ „ფერარიმ“ სებასტიან ფეტელის მანქანაზე, ძრავის გამოცვლა გადაწყვიტა. ეს მისთვის მეხუთე აგრეგატი იქნება, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ჯარიმის სახით, სტარტზე ათ ადგილს დაკარგავს. სხვათა შრის, მარანელოელები აგრეგატს კიმი რაიკონენსაც შეუცვლიან.

ამჟამად ფეტელს ჩემპიონატში მეორე ადგილი უკავია და ის ჰამილტონს 66 ქულით ჩამორჩება. დარჩენლ ოთხ ეტაპზე, მაქსიმუმ 100 ქულის აღებაა შესაძლებელი. და თუ ოსტინში ჰამილტონი ფეტელზე 9 ქულით მეტს აიღებს, ის მესამედ გახდება ჩემპიონი. იმისათვის, რომ თანაგუნდელი ნიკო როსბერგიც უხიფათო მანძილზე ჩამოიტოვოს, ჰამილტონს ოსტინში მასზე ორით მეტი ქულის აღება დასჭირდება.

იმ შემთხვევაში, თუ ოსტინში ჰამილტონი მოიგებს, ფეტელმა აუცილებლად მეორე ადგილი უნდა დაიკავოს იმისათვის, რომ ტიტულის შანსები შეინარჩუნოს. ეს კი ძალიან ძნელი იქნება, რადგან სტარტზევე ათადგილიანი უარყოფითი ჰანდიკაპი ექნება.

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166153