ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის მეორე სათამაშო დღის შემდეგ ლა ლიგას ერთადერთი წაუგებელი გუნდიღა შემორჩა.
“ესტადიო ბალაიდოსზე” ერთმანეთს ის კლუბები დაუპირისპიდნენ, რომელთაც ამ ტურამდე არ წაეგოთ. გუშინდელ მატჩში კი, “რეალმა” “სელტა” მისსავე მოედანზე დაამარცხა და ერთადერთი კლუბი გახდა ლა ლიგაში, რომელსაც მიმდინარე სეზონში მარცხი ჯერ არ უგემია.
ანგარიში ძალიან მალე მე-8 წუთზე გაიხსნა, მცველთა უყურადღებობით კრიშტიანო რონალდუმ ისარგებლა და მადრიდული კლუბი წინ გაიყვანა. მასპინძლებს გათანაბრება მალევე შეეძლოთ, მაგრამ კეილორ ნავასი შესანიშნავად თამაშობდა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან ორჯერ იხსნა. სამაგიეროდ, მეორე გოლი გაიტანეს სტუმრებმა, რომელთა კონტრშეტევაც დანილომ დააგვირგვინა. ტაიმის ბოლოს გალისიელებს ორჯერ შეეძლოთ სხვაობის შემცირება, მაგრამ ნავასმა ჯერ ორელიანას აუღო, ხოლო შემდეგ პაბლო ერნანდესს.
ვიგოელებმა მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყეს, მაგრამ 57-ე წუთზე მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა – გუსტავო კაბრალმა თანაგუნდელზე ნაჩვენები ყვითელი ბარათი ზედმეტად გააპროსტესტა, რისთვისაც მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. 69-ე წუთზე უკვე სტუმრებს შეეძლოთ მესამის გატანა, მაგრამ ისკომ ხარიხას გაარტყა. რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, “სელტა” ბრძოლას განაგრძობდა, 72-ე წუთზე ნოლიტოს ანგარიშის შემცირება შეეძლო. მან რამდენიმე მცველი ჩამოიშორა, კარგადაც დაარტყა, მაგრამ ამჯერად მარსელომ იხსნა საკუთარი გუნდი, რომელმაც ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი. ედუარდო ბერიცოს შეგირდებმა გოლი მაინც გაიტანეს, 85-ე წუთზე ნოლიტომ ულამაზესი გოლი გაიტანა. ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა მთელი შეხვედრის განმალობაში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. ფაქტობრივად ყველა შეტევა მისგან იწყებოდა და დიდწილად, “სელტას” თამაში მასზეა აწყობილი. გატანილი გოლიდან ორ წუთში მასპინძლებს გათანაბრებად შეეძლოთ, მაგრამ ჯონ გუიდეტიმ ურეალურესი შანსი ხელიდან გაუშვა. დარჩენილ დროში გოლი მაინც გავიდა, ოღონდ “სელტას” კარში. “ბლანკოსმა” 95-ე წუთზე კონტრშეტევა განახორციელა, დენის ჩერიშევის მშვენიერი გადაცემა მარსელომ შეირგო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.
როგორც იქნა, დამაჯერებლად იმარჯვა “სევილიამ”, რომელმაც “მანჩესტერ სიტის” ჯავრები “ხეტაფეზე” იყარა და ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. მასპინძლებმა პირველი ნახევარი კევინ გამეიროს დუბლით მოიგეს. მეორე ნახევარში კი, სამი პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, ხოლო სტუმრებს 59-ე წუთზე ვიგარაი გაუძევეს. პენალტების დარტყმა გამეირომ, ბანეგამ და კონოპლიანკამ გაინაწილეს, სამივემ ზუსტად გაარტყა და “სევილია” დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – 5:0. აღსანიშნავია, რომ “დალაქებმა” მიმდინარე სეზონში ერთ მატჩში უკვე მეორედ მოიპოვეს 11-მეტრიანის სამჯერად დარტყმის უფლება. პირველად ეს ჩემპიონთა ლიგაზე, “გლადბახის” წინააღმდეგ მოხდა.
“გრანადამ” ანდალუსიურ დერბიში “ბეტისი” მიიღო და ფრედ ეთამაშა, ხოლო “მალაგამ” საკუთარ მოედანზე ლა კორუნიის “დეპორტივოს” სძლია.
სელტა – რეალი 1:3 (0:2)
ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”
სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, კაბრალი, ს.გომესი, მალიო, ხონი, ვასი (რადოია 67), ა.ფერნანდესი, პ.ერნანდესი (პლანასი 81), ორელიანა (გუიდეტი 82), ნოლიტო, ასპასი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
რეალი (4-3-3): ნავასი, რამოსი, ვარანე, დანილო, მარსელო, მოდრიჩი (ნაჩო 80), კასემირო, კროოსი, ვაზკესი (ისკო 62), ხესე (ჩერიშევი 70), რონალდუ.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
გოლები: 0:1 რონალდუ (8), 0:2 დანილო (23), 1:2 ნოლიტო (85), 1:3 მარსელო (95)
გაფრთხილებები: კაბრალი, პ.ერნანდესი, ასპასი, ა.ფერნანდესი, ნოლიტო – ვაზკესი
გაძევება: კაბრალი (57)
მსაჯი: კლოს გომესი
გრანადა – ბეტისი 1:1 (1:1)
გრანადა, “ლოს კარმენესი”
გრანადა (4-3-3): ა.ფერნანდესი, მაინცი, ლომბანი, ბირაგი, ფოლქიერი, რ.პერესი (ნ.ლოპესი 77), მარკესი, კრინი, საკსესი (ბიფოუმა 81), პიტი (როჩინა 54), ელ არაბი.
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი
ბეტისი (4-4-2): ადანი, ბ.გონსალესი, ვესტერმანი (პეცელა 58), ვარელა, პიცინი, ნ’დიაიე, პეტროსი, პორტილიო, ხოაკინი (დიგარდი 82), რენელია (სებალიოსი 54), რ.კასტრო.
მწვრთნელი: პეპე მელი
გოლები: 1:0 ფოლქიერი (3), 1:1 რ.კასტრო (40 პენ.)
გაფრთხილებები: მარკესი, რ.პერესი, ბირაგი – ვარელა, პორტილიო, დირაგი
მსაჯი: მატეუ ლაოსი
სევილია – ხეტაფე 5:0 (2:0)
სევილია, “სანჩეს პისხუანი”
სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, რამი, კოლოძიეჩაკი, რამი, მარიანო, ტრემულინასი, იბორა (ნ’ზონზი 61), კრიხოვიაკი, ბანეგა (კრონ-დელი 65), ვიტოლო, კონოპლიანკა, გამეირო (ლორენტე 71).
მწვრთნელი: უნაი ემერი
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ვერჯინი, ალექსისი, ლაგო, ვიგარაი, ხ.როდრიგესი, ლასენი, ვ.როდრიგესი (დ.სუარესი 61), სარაბია (ველაზკესი 56), ლეონი (ვანდერსონი 56), სცეპოვიჩი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
გოლები: 1:0;2:0;4:0 გამეირო (35;45;60 პენ.), 3:0 ბანეგა (50 პენ.), 5:0 კონოპლიანკა (81 პენ.)
გაფრთხილებები: იბორა – ვიგარაი, ხ.როდრიგესი
გაძევება: ვიგარაი (59)
მსაჯი: ვიკანდი გარიდო
მალაგა – დეპორტივო 2:0 (0:0)
მალაგა, “ლა როსალედა”
მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, ალბენტოსა, ბოკა, როსალესი, რესიო (ფორნალსი 78), ტისონე, დუდა (ესპინიო 65), ტიგადუინი (ჰორტა 83), ხ.კარლოსი, ჩარლესი.
მწვრთნელი: ხავი გრასია
დეპორტივო (4-4-2): ლუქსი, სიდნეი, არიბასი, ხუანფრანი (კანი 73), ფ.ნავარო, მოსკერა, ბორგესი, ფაჟრი, კარტაბია (ლ.ალბერტო 58), ლ.პერესი, რიერა (ლაურე 58).
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი
გოლები: 1:0 ტიგადუინი (62), 2:0 ხ.კარლოსი (85)
გაფრთხილებები: მოსკერა
მსაჯი: ველასკო კარბალიო









