კალათბურთი

1:16 | 26.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა 7 ქულას 6 მოხსნა წაამატა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში გიორგი შერმადინის “მორაბანკ ანდორა” “მანრესას” დაუხვდა და დასანანი მარცხი განიცადა – 74:77. პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 9 ქულის სხვაობით იგებდნენ, თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 15:17 წუთში კი 7 ქულა და 6 მოხსნა (2 შეტევაში) მოაგროვა.

შერმადინმა 2-დან 1 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.

ანდორელებს ვერც ამერიკელი შონ ჯეიმსის (23 ქულა) ჩინებულმა გარჯამ იხსნა და გუნდი ერთადერთი მოგებით მე-12 გუნდამდე დაქვეითდა.

სასიხარულოა, რომ 3 გამარჯვებით ლიდერთა შორის იმყოფება თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა”. ქართველ კალათბურთელს ტრავმის გამო ისევ არ უთამაშია, ბასკებმა კი სტუმრად საკმაოდ ძლიერ და მანამდე წაუგებელ “უნიკახას” 74:66 სძლიეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100966