სინგაპურში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე, თეთრ ჯგუფში ორი შეხვედრა გაიმართა. ესპანელმა გარბინე მუგურუზამ ჩეხი ლუსი საფაროვა 6:3, 7:6 დაამარცხა, ხოლო გერმანელმა ანგელიკა კერბერმა ჩეხ პეტრა კვიტოვას 6:2, 7:6 მოუგო.
მუგურუზა საფაროვას შეხვედრამ თითქმის 2 საათს გასტანა. ესპანელმა 10 ეისი ჩააწოდა და 3 ბრეიკი შეასრულა, საფაროვას 6 ეისი ჰქონდა.
კერბერს კვიტოვას დასამარცხებლად საათი და 47 წუთი დასჭირდა. გერმანელმა 4 ეისი ჩააწოდა და 5 ბრეიკი შეასრულა, კვიტოვას 5 ეისი და 7 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
წლის შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 7 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
თეთრი ჯგუფი
|   
  |  |||||||
|   1.  |    ანგელიკა კერბერი  |    1  |    1  |    0  |    2:0  |    1  |    
  |  
|   2.  |    გარბინე მუგურუზა  |    1  |    1  |    0  |    2:0  |    1  |    
  |  
|   3.  |    ლუსი საფაროვა  |    1  |    0  |    1  |    0:2  |    0  |    
  |  
|   4.  |    პეტრა კვიტოვა  |    1  |    0  |    1  |    0:2  |    0  |  |









