საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატისათვის მზადების მიზნით საკურორტო ქალაქ ბორჯომში შეკრებაზე გაემგზავრა. ნაკრების შემადგენლობაში არიან: ნანა ძაგნიძე (2573ქულა), ბელა ხოტენაშვილი(2502), ნინო ბაციაშვილი(2500), ლელა ჯავახიშვილი(2463) და მერი არაბიძე (2405). მთავარი მწვრთნელია საერთაშორისო დიდოსტატი ელიზბარ უბილავა, ხოლო გუნდის კაპიტანი საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა. ჩემპიონატს 12-22 ნოემბერს ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ყველა სინჯის მედალს ფლობს. ჩემპიონი 1997 წელს გახდა, სამჯერ ვერცხლის მედალი მოიპოვა (1992, 2005, 2009) , ხოლო ერთხელ კი ბრინჯაო (2011 წ).









