ფეხბურთი

20:56 | 28.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

საპრეზიდენტო კანდიდატებს ნახიდი გამოაკლდა

ტრინიდადი და ტობაგოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დავიდ ნახიდი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. კანდიდატურის წარსადგენად ნახიდის მინიმუმ ხუთი ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა დავიდს ერთი ხმა დააკლდა.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე საპრეზიდენტო კანდიდატთა სია საბოლოოდ დაამტკიცა.

2016 წლის 28 თებერვალს ფიფას პრეზიდენტობისთვის შემდეგი პიროვნებები იბრძოლებენ: უეფა-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი, ფიფა-ს გენერალური მდივნის ექს-თანაშემწე ჟერომ შამპანი, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი, აზიის საფეხბურთო კონფედერაციის თავმჯდომარე სალმან ალ-ხალიფა, სამხრეთაფრიკელი ბიზნესმენი ტოკიო სექსვალე, ლიბერიის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტი მუსა ბილიტი და უეფა-ს გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166093