ფეხბურთი

11:24 | 31.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

რომაულ-მილანური და ტურინული ამბები

დღეს იტალიაში დიდი ამბებია მოსალოდნელი. ჯერ ტურინში დერბია, მერე მილანში ლიდერების თამაში. მასიმილიანო ალეგრის დღეები შესაძლოა დათვლილი იყოს, ამიტომაც დერბი “დელა მოლეში” წაფორხილება მისთვის ფატალურიც კი შეიძლება გამოდგეს. “იუვენტუსს” ბოლო 54 წლის განმავლობაში ასეთი ცუდი სტარტი არ ჰქონია. მეტიც, ტურინში ჩემპიონობაზე უკვე აღარც ფიქრობენ და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა სურთ, მაგრამ რამდენად გამოვა ესეც, დრო დაგვანახებს. “ტორინო” კი პირიქით, კარგ ფორმაშია, ჩინებულად თამაშობს და ბუნებრივია, რომ “ხარებს” მოსისხლე მეტოქისთვის ზურგში დანის ჩარტყმა უნდა. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ “იუვეს” ამ თამაშიდან სამიოდ დღეში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა ელოდება, რის გამოც გარკვეულწილად ძალების დაზოგვაზეც მოუწევს ფიქრი... არადა, ამის დრო “ბებერ ქალბატონს” ნამდვლად არ აქვს.

“ჯუზეპე მეაცაზე” კი ერთპიროვნული “რომა” ჩადის, რომელსაც 5 მატჩიანი მოგებების სერია აქვს. რუდი გარსიას გუნდი წარმატებით გარჯას “ინტერთანაც” გეგმავს. ამ თამაშში შეიძლება ითქვას, არა სამი, არამედ ექვსი ქულა გათამაშდება, რაც ორივე გუნდის მოტივაციას კიდევ უფრო ამაღლებს. შესაბამისად, გულშემატკივრებმა უშეღავათო და ლამაზი დაპირისპირება უნდა იხილონ. მატჩს უფრო მშვიდად მაინც “ინტერნაციონალე” ხვდება, რადგან სხვა საფიქრალი არ აქვს და მთლიანად ამ თამაშზე იქნება კონცენტრირებული. აი, “რომას” კი შუა კვირაში “ლევერკუზენთან” სალიგო მატჩი ელის, რომელიც “მგლებისთვის” ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს.

ხვალ, რომში მეორე მილანური გრანდი “მილანი” ჩავა და მიჯრით მესამე თამაშის მოგებას გეგმავს. სინიშა მიხალოვიჩის გუნდმა 7 დღეში ორი საშინაო თამაში მოიგო და ხასიათი გამოიკეთა. სწორედ ამ ფაქტით იყო განპირობებული, რომ გუშინ “მილანელოს” თვით სილვიო ბერლუსკონი ეწვია. “ლაციო” კი ამასობაში არასტაბილურობას ვერაფრით გადაეჩვია. სტეფანო პიოლის ბიჭებმა ბოლო ტურში “ატალანტასთან” პირველი ტაიმი მოიგეს, მაგრამ მეორე 45 წუთში ვეღარ ივარგეს და უქულოდ დარჩნენ. თუ რომაელებს წლეულს მაღალი მიზნები ამოძრავებთ, ამ სენის გამოსწორება აშკარად მოუწევთ.

ამ სამი შეხვედრის გარდა, გამოსარჩევია გენუაში გასამართი დაპირისპირება: “ჯენოა” – “ნაპოლი”. ნეაპოლიტანელები დიდებულ ფორმაში იმყოფებიან და ბოლო დროს მეტოქეებს განურჩევლად კლასისა და სიძლიერისა ამარცხებენ. მაურიციო სარის გაწვრთნილ გუნდს ჩემპიონატში უკვე 5 თამაშია ქულა არ დაუკარგავს და შედეგიც სახეზეა – იტალიაში უკვე ალაპარაკდნენ “აძურის” საჩემპიონო შანსებზე...

“იუვენტუსი” – “ტორინო”

31 ოქტომბერი, 21:00 საათი

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; პადოინი, ბარძალი, ბონუჩი, ევრა; ხედირა, მარკიზიო, პოგბა; კუადრადო, მანჯუკიჩი, მორატა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, ბენასი, ვივესი, ბაზელი, მოლინარო; კვალიარელა, მაქსი ლოპესი

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“ინტერი” – “რომა”

31 ოქტომბერი, 23:45 საათი

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; სანტონი, მირანდა, მურილო, ჟუან ჟესუსი; გუარინი, მედელი, ბროჟოვიჩი; პერიშიჩი; იოვეტიჩი, იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე; პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი; ჟერვინიო, ჯეკო, სალაჰი

მწვრთნელი: რუდი გარსია

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“ფიორენტინა” – “ფროზინონე”

1 ნოემბერი, 15:30 საათი

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, რონკალია; რებიჩი, ბადეი, ვესინო, პასკუალი; ილიჩიჩი, ბორხა ვალერო; ბაბაკარი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“ფროზინონე” (4-4-2): ლეალი; როზი, დიაკიტე, ბლანჩარდი, კრიველო; პაგანინი, გუჩერი, სამარკო, ტონევი; დ. ჩიოფანი, დიონისი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“ბოლონია” – “ატალანტა”

1 ნოემბერი, 18:00 საათი

ბოლონია, “რენატო დალ არა”

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ფერარი, გასტალდელო, როსეტინი, მაზინა; დონსა, დიავარა, რიცო; მუნირი, დესტრო, ჯაკერინი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; მაზიელო, ტოლოი, პალეტა, ბრივიო; გრასი, დე რუნი, ჩიგარინი; მორალესი, პინილია, გომესი

მწვრთნელი: ედუარდო რეია

მსაჯი: მარკო გუიდა

“კარპი” – “ვერონა”

1 ნოემბერი, 18:00 საათი

მოდენა, “ბრალია”

“კარპი” (4-3-3): ბელეცი; ლეტიცია, სპოლი, რომანიოლი, გაბრიელ სილვა; კოფიე, მარონე, ლოლო; მატოსი, ლასანია, დი გაუდიო

მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო

“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; პიზანო, მარკესი, მორასი, სუპრაიენი; სალა, მატუზალემი, გრეკო; იანკოვიჩი, პაცინი, გომესი

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

მსაჯი: მარიო მაცოლენი

“ჯენოა” – “ნაპოლი”

1 ნოემბერი, 18:00 საათი

გენუა, “მარასი”

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, მუნიოსი, დე მაიო; ფიგეირაში, რინკონი, ტინო კოსტა, ლაქსალტი; გაკპე, პავოლეტი, პეროტი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, იგუაინი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: დანიელე დოვერი

“უდინეზე” – “სასუოლო”

1 ნოემბერი, 18:00 საათი

უდინე, “ფრიული”

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, ფელიპე; ედენილსონი, ბადუ, ლოდი, ფერნადესი, ალი ადნანი; დი ნატალე, ტერო

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, კანავარო, აჩერბი, გაცოლა; მისიროლი, მანიანელი, დანკანი; ბერარდი, დეფრელი, ფლორო ფლორესი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

მსაჯი: ფედერიკო ლა პენა

“ლაციო” – “მილანი”

1 ნოემბერი, 23:45 საათი

რომი, “ოლიმპიკო”

“ლაციო” (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, მაურისიო, ჯენტილეტი, რადუ; კატალდი, ბილია; კანდრევა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ანდერსონი; კლოზე

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; დე შილიო, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი; კუჩკა, მონტოლივო, ბერტოლაჩი; ჩერჩი, ბაკა, ბონავენტურა

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოივიჩი

მსაჯი: ანტონიო დამატო

“კიევო” – “სამპდორია”

2 ნოემბერი, 22:00 საათი

ვერონა, “ბენტეგოდი”

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩიატორე, გამბერინი, ცეზარი, გობი; კასტრო, რიგონი, რადოვანოვიჩი; ბირსა; მეჯორინი, პალოსკი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; კასანი, სილვესტრე, ძუკანოვიჩი, მესბა; ბარეტო, ფერნანდო, სორიანო; კარბონერო, მურიელი, ედერი

მწვრთნელი: ვალტერ ძენგა

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“პალერმო” – “ემპოლი”

2 ნოემბერი, 23:45 საათი

პალერმო, “რენცო ბარბერა”

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; სტრუნა, გონსალესი, ანდელკოვიჩი; რისპოლი, რიგონი, მარესკა, ჰილიერმაკი, ლაზაარი; ვასკესი, ჯილარდინო

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ტონელი, კოსტა, მარიო რუი; ზიელინსკი, მაიელო, პარედესი; საპონარა; პუჩიარელი, მაკარონე

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

მსაჯი: მარკო დი ბელო

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.091016