“ეიბარის” ესპანელი ფეხბურთელი ბორხა ბასტონი ლა ლიგაში ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ინფორმაციას ლა ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
თავდამსხმელმა სამ მატჩში “ლას პალმასს”, “სევილიას” და “ბარსელონას” თითო-თითო გოლი გაუტანა. მიმდინარე სეზონში კი ესპანელმა 10 მატჩში თავი 6-ჯერ გამოიჩინა.





