სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დათხოვნილი დევიდ მოიესის შემცვლელი ძალიან მალე იპოვა. ბასკური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იწყება, რომ “ჩური ურდინი” ეუსებიო საკრისტანმა ჩაიბარა.
51 წლის სპეციალისტმა “სოსიედადთან” ორწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
საკრისტანი 2011-2015 წლებში “ბარსელონას” სარეზერვო გუნდს წვრთნიდა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო 9 თებერვალს დაითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ დევიდ მოიესს “ლას პალმასთან” მარცხი აღარ აპატიეს და კარისკენ მიუთითეს. ბასკები ლა ლიგაში 9 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფებიან და გასავარდნ ზონაში მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობის ხარჯზე არ არიან.





