არგენტინის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ სიტის” შემტევმა სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ ტრავმა ბოლომდე მოირჩინა.
“თავს კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში მოედანს დავუბრუნდები. მიმდინარე ან შემდეგ კვირას გუნდთან ერთად ვარჯიშს სრული დატვირთვით დავიწყებ. ვიმედოვნებ, რომ “ლივერპულთან” მატჩში მონაწილეობას მივიღებს.” – განუცხადა აგუერომ “მანჩესტერ სიტის” ოფიციალურ ვებგვერდს.
“მანჩესტერ სიტის” და “ლივერპულის” დაპირისპირება “ეტიჰად სთედიუმზე” 21 ნოემბერს გაიმართება.





