როგორც იტალიური გამოცემა calciomercato იუწყება, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა მზადაა პატრის ევრასთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკება დაიწყოს.
ჯერჯერობით უცნობია ფრანგ მოთამაშეს იტალიის ჩემპიონის რიგებში თამაში კვლავ სურს თუ არა. 34 წლის ევრას “ბიანკონერთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.
2015/16 წლების სეზონში პატრისმა 13 მატჩი ჩაატარა და ერთადერთი გოლი იტალიის ჩემპიონატში გაიტანა.






