მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ 19 მილიონ ევროდ პირადი თვითმფრინავი Gulfstream G200 იყიდა, აღნიშნულ ინფორმაციას Correiro da manhana ავრცელებს.
რონალდუს თვითმფრინავს 10 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. “Gulfstream G200”- აქვს საპირფარეშო, აბაზანა, სამზარეულო, გარდერობი, ტელეფონი და ინტერნეტი.
წყაროს ცნობით, რონალდუმ თავის თვითმფრინავი პირველად რამდენიმე დღის წინ გამოიყენა, როცა ლონდონში ფილმის პრეზენტაციაზე ჩაფრინდა.







