ფეხბურთი

23:59 | 13.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი ასტაფიევს გაუთანაბრდა

"პორტუს" მეკარე იკერ კასილიასი ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე ადგილზე გადავიდა. ინგლისთან ამხანაგური მატჩი იკერმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ეს მისთვის "ფურია როხას" რიგებში 165-ე გახლდათ.

კასილიასმა აშშ-ს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის კობი ჯონსის (164) შედეგი გააუმჯობესა და ლატვიელ ვიტალის ასტაფიევს (165) გაუთანაბრდა. ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი ეგვიპტელი აჰმედ ჰასანია (184).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.153509