"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი გერმანიის ეროვნული ნაკრების მაისურით მოედანზე 114-ედ გამოჩნდა და ფილიპ ლამის (113) შედეგი გააუმჯობესა. საფრანგეთთან ამხანაგური მატჩი ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.
გერმანიის ნაკრების რიგებში ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით ლიდერი ლოთარ მათეუსია (150), მეორე ადგილზე მიროსლავ კლოზეა (137), მესამეზე - ლუკაშ პოდოლსკი (126), ხოლო მეოთხე ადგილი ლამს ბასტიანმა ჩამოართვა.







