ფეხბურთი

23:20 | 14.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

"სტად დე ფრანსის" დაცვამ ტერორისტი მატჩზე არ შეუშვა

როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, საფრანგეთის და გერმანიის ამხანაგური მატჩის დაწყებამდე "სტად დე ფრანსის" დაცვამ ტერორისტი თამაშზე არ შეუშვა. პიროვნება შეხვედრის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ ბილეთის მეშვეობით ცდილობდა მოედანზე შესვლას. ტერორისტს ტანზე ბომბები მალულად ჰქონდა შემოხვეული. სტადიონის შესასვლელის დაცვამ ჩხრეკისას ეს აღმოაჩინა, პიროვნებამ კი ბომბი მოქმედებაში მოიყვანა.

მატჩის დროს სტადიონის მახლობლად, პირველი აფეთქებიდან სამი წუთის შემდეგ, მეორე ტერორისტმაც აიფეთქა თავი, საბოლოოდ კი საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ევაკუაცია გახდა საჭირო.

გულშემატკივრებს პარიზში გავრცელებულ ამბავს დროებით უმალავდნენ, თუმცა ინფორმაცია სტადიონზე ნელ-ნელა გავრცელდა. საბოლოოდ გულშემატკივრები ბალახის საფარზე ჩავიდნენ, შემდეგ კი მათი მოედნიდან გასვლის პროცესიც დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.084764