ფეხბურთი

10:55 | 18.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესი “ელ კლასიკოში” მონაწილეობას მიიღებს

როგორც ესპანური გამოცემა SPORT-ი იუწყება, არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ მატჩი მონაწილეობას მიიღებს. ფეხბურთელი რეკლამირებას გაუწევს ADIDAS-ის ახალ ბუცს, რომელსაც “მესი15” დაარქვეს.

სამხრეთამერიკელმა მოთამაშემ 17 ნოემბერს “ბლაუგრანას” ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო და კვირაზე მეტია, რაც სრული დატვირთვით ვარჯიშობს. მესიმ ლა ლიგის მე-6 ტურში მიღებული ფეხის ტრავმა მოიშუშა.

“ბლანკოსის” და “ბარსელონას” დაპირისპირება 21 ნოემბერს “სანტიაგო ბერნაბეუზე” თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092612