სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

3:31 | 22.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვინ იფიქრებდა ამას? – პრემიერლიგაში “ლესტერი” გალიდერდა

სეზონის დაწყების წინ ვინმეს რომ ეთქვა, 13 ტურის შემდეგ ინგლისის ჩემპიონატის სათავეში “ლესტერი” იქნებაო, ნამდვილად გიჟად ჩავთვლიდით ფეხბურთის მოყვარულები, თუმცა რეალობა ასეთია. “მანჩესტერ სიტისა” და “არსენალის” მარცხით “მელიებმა” ისარგებლეს, მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარეს და ისეთ შედეგს მიაღწიეს, რაზეც ცოტა ხნის წინ ვერც იოცნებებდნენ.

ტურის ცენტრალური შეხვედრა “ეტიჰად სთედიუმზე” შედგა, სადაც ძალიან მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. გათამაშების ლიდერი “მანჩესტერ სიტი” მისსავე მოედანზე “ლივერპულმა” გაანადგურა. შეხვედრის ბედი პირველივე ნახევარში გადაწყდა. სტუმრები 32-ე წუთისთვის მანგალას ავტოგოლისა და კოუტინიოსა და ფირმინოს გოლებით 0:3 უგებდნენ მეტოქეს. ტაიმის ბოლოს სერხიო აგუერომ ერთი ბურთის გაქვითქვა მოახერხა, თუმცა ამ გოლს მატჩის მიმდინარეობაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. “სიტი” ცდილობდა რაღაც შეეცვალა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. თამაშის ბოლოს კი, გოლის გატანა მარტინ შკრტელმაც მოახერხა და “ლივერპულმა” დიდი ანგარიშით დამსახურებულად იმარჯვა – 1:4.

წააგო კიდევ ერთმა ლიდერმა ლონდონის “არსენალმა”, რომელიც გასვლაზე “ვესტ ბრომვიჩთან” დამარცხდა. სტუმრები ოლივიე ჟირუს გოლით იგებდნენ, თუმცა ჯერ მორისონმა გაათანაბრა, ხოლო შემდეგ მიკელ არტეტამ გაიტანა ავტოგოლი. “მეთოფეებს” გათანაბრების ძალიან რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ 84-ე წუთზე სანტი კასორლამ პენალტი ააცილა – 2:1.

დაძაბული შეხვედრა გაიმართა “ვიკარეიჯ როუდზე”, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” გამარჯვების მოპოვება 90-ე წუთზე შეძლო. სტუმრები მთელი შეხვედრის განმალობაში უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მომენტების გამოყენება ვერ შეძლეს, რისთვისაც კინაღამ დაისაჯდნენ. სტუმრებმა ტაიმი მემფის დეპაის გოლით მოიგეს. ამის შემდეგ “იუნაიტედმა” რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. მომენტები ქონდათ “უოტფორდის” ფეხბურთელებსაც, თუმცა დავიდ დე ხეა კარგად თამაშობდა. საბოლოოდ, “ლოსებმა” წონასწორობის აღდგენა მაინც მოახერხეს. მარკოს როხომ საკუთარ საჯარიმოში წესები დაარღვია, რისთვისაც პენალტი დაინიშნა, რომელიც დინმა აქცია გოლად. ორ წუთში ეს ფეხბურთელი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, თუმცა ამჯერად როგორც ეპიზოდის ანტიგმირი. ის შვაინშტაიგერის დარტყმის შემდეგ ბურთის გამოტანას ცდილობდა, თუმცა ავტოგოლის ავტორი გახდა და “წითელმა ეშმაკებმა” გამარჯვება 90-ე წუთზე მოიპოვეს – 1:2.

პრემიერლიგის ახალი ლიდერი “ლესტერი” “სენტ ჯეიმს პარკზე” ეწვია “ნიუკასლს” და დიდი ანგარიშით დაამარცხა. “მელიები” ტაიმის ბოლოს ჯეიმი ვარდიმ დააწინაურა, ხოლო მეორე ნახევარში ულოამ და ოკაზაკმა შეძლეს გოლების გატანა – 0:3.

კრიზისში მყოფმა ლონდონის “ჩელსიმ” შინ “ნორვიჩი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. ერთადერთი გოლი 64-ე წუთზე დიეგო კოშტამ გაიტანა – 1:0.

“ევერტონმა” საკუთარ მოედანზე ბოლო ადგილოსანი “ასტონ ვილა” გაანადგურა, “სტოკმა” გასვლაზე “საუთჰემპტონი” დაამარცხა, ხოლო “სუონსიმ” და “ბორნმუთმა” “ლიბერთი სთედიუმზე” ქულები გაიყვეს.

უოტფორდი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:2 (0:1)

უოტფორდი, “ვიკარეიჯ როუდი”

უოტფორდი (4-2-3-1): გომეში, ბრიტოსი, კეტკარტი, ნიომი (პარედესი 69), ანია, უოტსონი, კაპუ, დინი, ხურადო (აკე 46), აბდი, იგალო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ჯონსი (მაკნაირი 69), სმოლინგი, ბლინდი, იანგი, შვაინშტაიგერი, შნეიდერლენი, მატა (პერეირა 79), ერერა (როხო 25), ლინგარდი, დეპაი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლები: 0:1 დეპაი (11), 1:1;1:2 დინი (87 პენ; 90 ს.კ.)
გაფრთხილებები: უოტსონი – იანგი, ლინგარდი
მსაჯი: რობერტ მედლი

ჩელსი – ნორვიჩი 1:0 (0:0)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, ტერი, ზუმა, კენედი, ივანოვიჩი, მატიჩი, ფაბრეგასი, ვილიანი (რამირესი 87), აზარი (აზპილიკუეტა 91), პედრო (ოსკარი 83), კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ნორვიჩი (4-4-1-1): რუდი, ბასონგი, ბენეტი, უისდომი, ოლსონი, მულუმბუ (დორანსი 73), ო’ნილი, ბრედი, რედმონდი, ჰაუსონი (ჰულაჰანი 73), მბოკანი (ჯერომი 73).
მწვრთნელი: ალექს ნილი

გოლი: კოშტა (64)
გაფრთხილებები: ვილიანი – მულუმბუ, ო’ნილი, ბასონგი, ოლსონი
მსაჯი: კრეიგ პაუსონი

ევერტონი – ასტონ ვილა 4:0 (3:0)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, სტოუნზი, მორი, გალოვეი, კოულმენი, მაკკარტი (გიბსონი 84), ბერი, კონე, ბარკლი (ოსმანი 74), დეულოფეუ (მირალაში 74), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, რიჩარდსი, კლარკი, რიჩარდსონი, ჰატონი, ვერტუტი, გაიე (სანჩესი 46), ვესტვუდი, გრელიში (ნ’ზოგბია 74), ხილი (ჟესტედი 57), ჯ.აიუ.
მწვრთნელი: რემი გარდი

გოლები: 1:0;3:0 ბარკლი (17;42), 2:0;4:0 ლუკაკუ (28;59)
მსაჯი:
მაიკლ ოლივერი

ნიუკასლი – ლესტერი 0:3 (0:1)

ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”

ნიუკასლი (4-4-2): ელიოტი, მბემბა, კოლოჩინი, დუმეტი, ჯანმაატი, ანიტა, ტიოტე (ტაუვინი 20), ვეინალდუმი, სისოკო, ა.პერესი (ს.დე იონგი 81), მიტროვიჩი (სისე 62).
მწვრთნელი: სტივ მაკკლარენი

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, ფუჩსი, სიმპსონი, კანტე, დრინკვოთერი, ოლბრაიტონი, მაჰრეზი (დაიერი 89), ვარდი (კინგი 77), ულოა (ოკაზაკი 73).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები: 0:1 ვარდი (45+1), 0:2 ულოა (62), 0:3 ოკაზაკი (83)
გაფრთხილებები: ანიტა, დუმეტი, ა.პერესი, სისოკო - ჰუტი
მსაჯი:
მაიკ ჯონსი

საუთჰემპტონი – სტოკი 0:1 (0:1)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-2-3-1): შტეკელენბურგი, ვან დეიკი, ფონტე, ბერტრანი, სოარეში (ხუანმი 85), კლასი (მანე 64), ვანიამა, ს.დევისი (უარდ-პროუსი 72), ლონგი, ტადიჩი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, ვოლშაიდი, შოუკროსი, გ.ჯონსონი, პიტერსი, ადამი, ველანი, კრკიჩი (კამერონი 71), არნაუტოვიჩი, შაქირი (აფელაი 65), უოლტერსი (დიუფი 87).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლი: კრკიჩი (10)
გაფრთხილებები: უარდ-პროუსი, პელე
მსაჯი: ლი მეისონი

სუონსი – ბორნმუთი 2:2 (2:2)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, ბერტლი, უილიამსი, ნოუტონი, ნ.ტეილორი, კი, ბრიტონი (სიგურდსონი 70), შელვი, ა.აიუ, რუტლიჯი (მონტერო 70), ედერი (გომისი 73).
მწვრთნელი: გარი მონკი

ბორნმუთი (4-4-1-1): ფედერიკი, დისტინი, ფრანცისი, კუკი, დანიელსი, გოსლინგი, სურმანი, სტანისლასი, რიტჩი (სმიტი 80), არტერი (მაკდონალდი 90), კინგი (მურეი 86).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

გოლები: 0:1 კინგი (10), 0:2 გოსლინგი (26), 1:2 ა.აიუ (28), 2:2 შელვი (38 პენ.)
გაფრთხილებები: ბარტლი, სიგურდსონი, შელვი – რიტჩი, სტანისლასი
მსაჯი: ანდრე მარინერი

ვესტ ბრომვიჩი – არსენალი 2:1 (2:1)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): მაიჰილი, ოლსონი, ევანსი, ბრანტი, დოუსონი, დ.ფლეტჩერი, იაკობი, მორისონი (ლამბერტი 77), მაკკლინი, სესენიონი (გარდნერი 61), რონდონი (ბერაჰინო 68).
მწვრთნელი: ტონი პულისი

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, კოშელნი, მერტესაკერი, მონრეალი, ბელერინი, კოკლენი (არტეტა 14; ფლამინი 49), კასორლა, ოზილი, გიბსი (კემპბელი 63), სანჩესი, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1 ჟირუ (28), 1:1 მორისონი (35), 2:1 არტეტა (41 ს.კ.)
გაფრთხილებები: მორისონი, ბრანტი, მაიჰილი – ბელერინი, ჟირუ
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

84-ე წუთზე კასორლამ პენალტი ვერ გაიტანა (ააცილა)

მანჩესტერ სიტი – ლივერპული 1:4 (1:3)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, მანგალა, დემიჩელისი, სანია, კოლაროვი, ფერნანდო, ტურე (ფერნანდინიო 46), ნავასი (დელფი 46), დე ბრუინი, სტერლინგი, აგუერო (აიჰენაჩო 66).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, ლოვრენი, შკრტელი, კლაინი, მორენო, ჩანი, ლეივა, ლალანა (ტურე 90), კოუტინიო (აიბი 68), მილნერი, ფირმინო (ბენტეკე 77).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1 მანგალა (7 ს.კ.), 0:2 კოუტინიო (23), 0:3 ფირმინო (32), 1:3 აგუერო (44), 1:4 შკრტელი (81)
გაფრთხილებები: ლეივა, ჩანი, კლაინი
მსაჯი: ჯონათან მოსი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098091