1973. დაიბადა ფაბიო კანავარო. იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “ნაპოლის” (1992-1995), “პარმას” (1995-2002), “ინტერის” (2002-2004), “იუვენტუსის” (2004-06 და 2009-10) და “რეალის” (2006-09) მცველი. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 2006 წლის მუნდიალზე აღიარეს საუკეთესო ფეხბურთელად, იმავე წელს დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. უეფას თასის მფლობელი (1999). ესპანეთის ორგზის ჩემპიონი (2007, 2008) და სუპერთასის გამარჯვებული (2008). იტალიის თასი მოპოვებული აქვს ორჯერ (1999, 2002). ამდენჯერვე მოიგო იტალიის სუპერთასი (1999, 2005). ევროპის ახალგაზრდული პირველობების ორგზის ჩემპიონი (1994, 1996). იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი 1997 წლის იანვარში, ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეხვედრაში (0:0) ჰქონდა. ამჟამინდელი მონაცემებით, მან “სკუადრა აძურას” ღირსება 118 შეხვედრაში დაიცვა და 2 გოლი გაიტანა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1910. იტალიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “რეჯინა”.
1930. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, დოეგმა შილდსი 10:8, 1:6, 6:4, 16:14 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 50-ე ჩემპიონი გახდა.
1930. ფინელმა სტაიერმა პაავო ნურმიმ 20 კილომეტრზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:04.38).
1959. თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, ბულგარეთის “ლევსკის” 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი ლევან ჟორდანიამ გაიტანა. მატჩი თბილისში ჩატარდა. ”დინამო”: კვაჭაძე, ჩოხელი, თორაძე, ხოჭოლავა, ა. კოტრიკაძე, ზეინკლიშვილი, მელაშვილი, ბარქაია, ლ. ჟორდანია, ღოღობერიძე, დათუნაშვილი (გაგნიძე). გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.
1959. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, მარია ფრეზერმა კრისტინ ტრუმენი 6:1, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 73-ე ჩემპიონი გახდა.
1964. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, მარია ფრეზერმა კაროლ გრებნერი 6:1, 6:0 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 78-ე ჩემპიონი გახდა.
1964. ჩოგბურთში აშშ-ის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, როი ემერსონმა ფრედერიკ სტოლი 6:4, 6:2, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 84-ე ჩემპიონი გახდა.
1970. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ავსტრალიელმა კენ როზუოლმა ტონი როჩი 2:6, 6:4, 7:6, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 90-ე ჩემპიონი გახდა.
1971. დაარსდა მსოფლიოს ჰოკეისტთა ასოციაცია (ჭHA).
1972. თბილისის “დინამომ” ევროთასებზე პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. გუნდმა თბილისის “ლოკომოტივის” სტადიონზე (თამაშს 36 ათასი მაყურებელი დაესწრო) უეფას თასის ოცდამეთექვსმეტედფინალის პირველ შეხვედრაში, ჰოლანდიის “ტვენტეს” უმასპინძლა და 3:2 გაიმარჯვა. ქართველთაგან გოლები გივი ნოდიამ (2) და დავით ყიფიანმა გაიტანეს. “დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, პეტრიაშვილი, მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი (ლ. ნოდია), გ. ნოდია, ყიფიანი. გუნდს გავრილ კაჩალინი წვრთნიდა.
1978. თბილისის “დინამომ” უეფას თასის ოცდამეთორმეტედფინალის პირველ მატჩში ნეაპოლის “ნაპოლის” 2:0 მოუგო. თბილისის “დინამოს” სტადიონზე თამაშს 74 ათასი მაყურებელი დაესწრო. გოლები დავით ყიფიანმა და რამაზ შენგელიამ გაიტანეს. “დინამო”: გოგია, კოსტავა, კანთელაძე, ჩივაძე, გ. მაჩაიძე, დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია (სულაქველიძე).
1981. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ჯონ მაკინროიმ ბიორნ ბორგი 4:6, 6:2, 6:4, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 101-ე ჩემპიონი გახდა.
1992. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, შტეფან ედბერგმა პიტ სამპრასი 3:6, 6:4, 7:6, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 112-ე ჩემპიონი გახდა.
1994. უეფას თასის პირველი ეტაპის პირველ მატჩში, თბილისის “დინამომ” ავსტრიის (ინსბრუკის) “ტიროლს” 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი პენალტით (თერთმეტრიანი გოჩა ჯამარაულის ინდივიდუალურ გარღვევას მოჰყვა) რეზო არველაძემ გაიტანა. “დინამო”: ზოიძე, ნემსაძე, ლობჟანიძე, შელია, ინალიშვილი, ყაველაშვილი (ცქიტიშვილი), ა. არველაძე (დიდავა), ჯამარაული, რ. არველაძე, ქინქლაძე, შ. არველაძე. “დინამომ” მატჩის დიდი ნაწილი ათი კაცით ჩაატარა - მსაჯმა ორი ყვითელი ბარათის მიღებისთვის, მოედნიდან მურთაზ შელია გააძევა. გუნდს გივი ნოდია წვრთნიდა.
1995. უეფამ კიევის “დინამოს” სამწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ამის მიზეზი “დინამო”-“პანათინაიკოსის” მატჩის წინ უკრაინელთა მიერ ესპანელი არბიტრის ლოპეს ნიეტოს მოსყიდვის მცდელობა გახლდათ (მსაჯს ნატურალურბეწვიანი ქურქი აჩუქეს). თუმცა, უეფამ კიეველებს დისკვალიფიკაცია მალევე გაუუქმა.
2006. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ფინეთის ნაკრებთან წააგო (81:91).
2006. სექტემბრის ბაშოზე, კომუსუბის ტიტულით მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა, კოკაიმ აღმოსავლეთის სეკივაკე მიაბიამა დაამარცხა.
2006. ლაკორუნიას “დეპორტივოს” ყოფილი ფორვარდი, დიეგო ტრისტანი “მალიორკაში” გადავიდა.
2007. ტოკიოს ბაშოზე, ქართველმა სუმოისტმა კოკაიმ დასავლეთის მეთექვსმეტე მაეგაშირა ჰაკუროძანთან წააგო.
ამ დღეს დაიბადნენ
1896. მორის კირკსი. ამერიკელი მძლეოსანი. 4X100 მეტრზე ესტაფეტაში 1920 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.
1930. ჯეიმს მაკლეინი. ამერიკელი მოცურავე. 1500 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში 1948 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1931. მარჯორი ჯექსონი. ავსტარლიელი სპრინტერი. 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1952. იოჰანა კლაიერ-შალერი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი მძლეოსანი ქალი. 100 მეტრზე თარჯრბენში 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1959. ალგიმანტას შალნა. ლიტველი ბიატლონისტი. 4X7,5 კილომეტრზე ესტაფეტაში 1984 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.
1966. იგორ კრავჩუკი. რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “ოტავას” მოთამაშე.
1967. მაიკლ ჯონსონი. ამერიკელი სპრინტერი. 200 და 400 მეტრზე სირბილში 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 400 მეტრზე სირბილში მსოფლიოს რეკორდსმენი.
1971. გორან ივანიშევიჩი. ხორვატი ჩოგბურთელი. შედიოდა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა ათეულში. 2001 წელს მოგებული აქვს უიმბლდონის ტურნირი. ამავე შეჯიბრებაზე 1992, 1994 და 1998 წლებში ფინალში იასპარეზა.
1980. კერტის ბორჩარდტი. “იუტა ჯაზის” მეფარე (211 სმ).
1982. ნენე ილარიო. ბრაზილიის კალათბურთელთა ნაკრებისა და “დენვერ ნაგითსის” მძიმე ფორვარდი (206 სმ).







