ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს “ბენიტო ვილამარინზე” გასამართი ჯახი იწვევდა, სადაც ადგილობრივმა “ბეტისმა” მადრიდის “ატლეტიკო” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
მატჩის ერთადერთი გოლი დებიუტშივე გავიდა. მე-7 წუთზე ხავი ტორესმა საკუთარ საჯარიმოსთან დაკარგა ბურთი, რასაც მადრიდელთა საგოლე შეტევა მოჰყვა. ფერნანდო ტორესის დარტყმული ანტონიო ადანმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას კოკემ დაასწრო და ანგარიში გახსნა. მადრიდელებს შესვენებამდე ორჯერ შეეძლოთ სხვაობის გაზრდა, მაგრამ ჯერ გრიზმანმა ააცილა, ხოლო შემდეგ კარასკოს უმტყუნა მიზანმა.
მასპინძლებს გათანაბრების ყველაზე რეალური შანსი 58-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ სეხუდოს შორეული დარტყმულს იან ობლაკი გაუმკლავდა. ამის შემდეგ, ანტუან გრიზმანს ორი მომენტი ჰქონდა, მაგრამ პირველ ეპიზოდში ააცილა, ხოლო მეორე შემთხვევაში ძელს გაარტყა. ამ მოგებით “როხიბლანკომ” 26 ქულა დააგროვა, მე-2 ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერ “ბარსელონას” 4 ქულით ჩამორჩება, ხოლო მე-3 ადგილოსან “რეალს” 2 ქულით უსწრებს.
“ვილიარეალი” საკუთარ მოედანზე “ეიბარს” დაუპირისპირდა და ქულის გადარჩენა ბოლოს მოახერხა. სტურებმა პირველი ნახევარი ენრიჩის გოლით მოიგეს და შეეძლოთ, რომ კიდევ უფრო დიდი სხვაობით მოეგოთ, მაგრამ არეოლამ დანი გარსიას პენალტი არ გაატანინა. ბასკებს მას შემდეგ გაუჭირდათ, რაც 76-ე წუთზე ათი კაცით დარჩნენ მინდორზე – კეკომ ორწუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. რიცხობრივი უპირატესობა მასპინძლებმა კარგად გამოიყენეს და 85-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს - დენის სუარესმა და ხაუმე კოსტამ კარგი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა – 1:1.
დღის გახსნით შეხვედრაში ბოლო ადგილოსანი “ლევანტე” “ელ მოლინონს” ეწვია და მოულოდნელად, ადგილობრივი “ხიხონი” იოლად გაანადგურა. შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, დეივერსონმა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ფედალმა გაიტანა. ასტურიელებს პრესტიჟის გოლის გატანა 66-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ხონათანმა პენალტი ვერ გამოიყენა – 0:3.
“გრანადამ” “ლოს კარმენესზე” “ბილბაოს” უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. ანდალუსიელებმა მეორე ტურის შემდეგ პირველად იმარჯვეს და ცხრამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს. “გრანადამ” აიმერიკ ლაპორტეს ავტოგოლითა და ისააკ საკსესის გოლით მოიგო.
ხიხონი – ლევანტე 0:3 (0:3)
ხიხონი, “ესტადიო ელ მოლინონი”
ხიხონი (4-2-3-1): კუელარი, ესპინოსა, ლ.ერნანდესი, კანელია (გერერო 67), ლორა, ომარი, კასესი, ფრაილი (კ.კასტრო 46), ხონათანი (ი.ლოპესი 73), ჰალილოვიჩი, სანაბრია.
მწვრთნელი: აბელარდო ერნანდესი
ლევანტე (4-1-4-1): რუბენი, დ.ნავარო, ფედალი, ტონიო, პ.ლოპესი, სიმაო, კამარასა, ლერმა, რ.გარსია (ხუმეტრა 71), მორალესი (ვერზა 86), დეივერსონი (როჟერი 73).
მწვრთნელი: რუბი
გოლები: 0:1;0:3 დეივერსონი (18;44), 0:2 ფედალი (27)
გაფრთხილებები: ჰალილოვიჩი, კანელია, ი.ლოპესი, კასესი – რ.გარსია, რუბენი, ტონიო, პ.ლოპესი, სიმაო
მსაჯი: მარიო მელერო ლოპესი
63-ე წუთზე ხონათანმა პენალტი ვერ გაიტანა
ვილიარეალი – ეიბარი 1:1 (0:1)
ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა, ბაილი (ბონერა 34), რუისი, ხ.კოსტა, გასპარი, ტრიგეირასი (ჯ.დოს სანტოსი 54), სორიანო, დ.სუარესი, კასტილიეხო, ბაკამბუ (სამუელი 62), სოლდადო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
ეიბარი (4-4-2): რიესგო, პანტიჩი, მ.დოს სანტოსი, ხუნსა, ეკიზა (რამისი 74), დ.გარსია, ესკალანტე, ბერხონი (ინუი 80), კეკო, ბასტონი, ენრიჩი (ლუნა 86).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
გოლები: 0:1 ენრიჩი (27), 1:1 ხ.კოსტა (85)
გაფრთხილებები: ხ.კოსტა, სოლდადო, გასპარი – კეკო, ესკალანტე, დ.გარსია
გაძევება: კეკო (76)
მსაჯი: პრიეტო იგლესიასი
42-ე წუთზე დ.გარსიამ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)
გრანადა – ბილბაო 2:0 (1:0)
გრანადა, “ლოს კარმენესი”
გრანადა (4-2-3-1): ა.ფერნანდესი, ბაბინი, ლომბანი, ბირაგი, მ.ლოპეში (ფოლქიერი 52), ფ.რიკო, რ.პერესი, იბანესი (როჩინა 63), საკსესი (ნ.ლოპესი 77), მარკესი, პენრანდა.
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, დე მარკოსი, ბალენსიაგა, სან ხოსე (ბოვედა 74), ბენიატი, სუსაეტა (მერინიო 68), რ.გარსია, უილიამსი (ვიგუერა 80), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გოლები: 1:0 ლაპორტე (5 ს.კ.), 2:0 საკსესი (59)
გაფრთხილებები: პენარანდა, იბანესი, საკსესი, რ.პერესი, ა.ფერნანდესი – სუსაეტა, ადურისი, ეჩიტა
მსაჯი: დელ სერო გრანდე
ბეტისი – ატლეტიკო 0:1 (0:1)
სევილია, “ბენიტო ვილამარინი”
ბეტისი (4-3-3): ადანი (დ.ხიმენესი 63), ბ.გონსალესი, ვესტერმანი, ვარელა, პიცინი, ნ’დიაიე, ხ.ტორესი (სებალიოსი 46), დიგარდი, სეხუდო, ხოაკინი (მოლინა 77), რ.კასტრო.
მწვრთნელი: პეპე მელი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, გოდინი, სავიჩი, გამესი, ლუისი, გაბი, ტიაგო, კოკე (საული 82), კარასკო (ო.ტორესი 77), გრიზმანი, ფ.ტორესი (ვიეტო 71).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლები: 0:1 კოკე (7)
გაფრთხილებები: ბ.გონსალესი – ლუისი, ტიაგო, გამესი, გაბი
მსაჯი: ხაიმე ლატრე









