იტალიის სერია A-ს ვებგვერდმა გულშემატკივართა გამოკითხვით XIII ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. აღნიშნულ თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ოთხი წარმომადგენელი “ნაპოლის” ჰყავს, ხოლო “ინტერი” და “იუვენტუსი” ორ-ორი მოთამაშით არიან წარმოდგენილნი.
სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: სამირ ჰანდანოვიჩი (“ინტერი”)
მცველები: ადამ მაზინა (“ბოლონია”), ჯეისონ მურილო (“ინტერი”), ფრანჩესკო აჩერბი (“სასუოლო”), ალექს სანდრო (“იუვენტუსი”)
ნახევარმცველები: პოლ პოგბა (“იუვენტუსი”), ჟორჟინიო (“ნაპოლი”), მარეკ ჰამშიკი (“ნაპოლი”)
თავდამსხმელები: ნიკოლა კალინიჩი (“ფიორენტინა”), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”), ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”)









