იტალიის სერია A-ს XIV ტურის ცენტრალური შეხვედრა ნეაპოლში შედგება. ინტერესს სხვა შეხვედრებიც იწვევს. ბოლო დროს მოფერიანებული “იუვენტუსი” სიცილიაზე “პალერმოს” ესტუმრება და ჩემპიონატში მიჯრით მეოთხედ მოგებას ეცდება. სკუდეტოს კიდევ ერთი მაძიებელი “რომა” კი შინ ბერგამოს “ატალანტას” მასპინძელი იქნება.
შეიძლება ითქვას, “სან პაოლოზე” სეზონის პირველი სატიტულო თამაშია. “ნაპოლი” ლიდერ “ინტერს” მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე თავად გადაინაცვლებს. მაურიციო სარის გუნდი დიდებულ სეზონს ატარებს და რამდენიმე საშუალო მონაცემით თვით “ბარსელონასა” და “ბაიერნს” აღემატება. “აძური” შიდა ჩემპიონატშიც ბრწყინვალედ ირჯება და ევროპა ლიგაზე კი საერთოდაც ყველა თამაში მოგებული აქვს. სარის შემადგენლობაც სრულად მწყობრში ჰყავს. რაც მთავარია, ჯანმრთელად არიან გონსალო იგუაინი და ლორენცო ინსინიე, რომელთაც შესანიშნავი სეზონი აქვთ. ამ ფეხბურთელთა დუეტმა შედეგიანობით წელს უკვე აჯობა ლეგენდარულ წყვილს, კარეკა-მარადონას!.. “ნაპოლის” წარმატებით ათამაშება სეზონის დაწყებიდან მალევე ტაქტიკის შეცვლას უნდა უკავშირდებოდეს. თავიდან სარი 4-3-1-2 სქემით ათამაშებდა გუნდა ე.წ შუა ნახევარცმველის ფუნქციებს მისი ძველი ნაცნობი “ემპოლიდან” მირკო ვალდიფიორი ასრულებდა, მაგრამ მერე მაურიციომ ტაქტიკა შეცვალა, ვალდიფიორის სკამზე მიუჩინა ადგილი. მისი შემცვლელი ბრაზილიელი ალანი კი გასაოცრად კარგად თამაშობს. “ინტერს” ბევრს აკრიტიკებენ, მაგრამ გამარჯვებულებს არ ასამართლებენო და ფაქტია, რობერტო მანჩინის გუნდი ერთპიროვნულად ლიდერობს კალჩოს. ბოლოს კი ზედიზედ 4 თამაში აქვს მოგებული. მართალია, “ნერაძურის” გატანა უჭირს, მაგრამ გოლს თითქმის აღარ უშვებს. “ნერაძური” სამხრეთში დანაკლისით მიემგზავრება – მაურო იკარდი ტრავმირებულია. ამ თამაშამდე გულშემატკივრებს კიდევ ორი დღე მოუწევთ ლოდინი, რადგან ორშაბათსაა ჩანიშნული...
“რომას” კარგი დროება არ უდგას – “ჯალოროსიმ” ერთი კვირის წინ ბოლონიაში დაკარგა დაუგეგმავი ორი ქულა, ხოლო შუა კვირაში “ბარსელონასთან” შერცხვა. ამას უმალ მოჰყვა გარსიას მიმართ კრიტიკა, თანაც კლუბის ხელმძღვანელთა მხრიდანაც. მოკლედ ფრანგ სპეციალისტს გუნდის გონზე მოყვანა მართებს, თორემ კალთებს ნამდვილად არ დაახევენ. მეტოქე კი ისეთია, წესით “რომამ” თავისი თამაში უნდა დაიბრუნოს. მიუხედავად იმისა, რომ ლაზარეთში წამყვანი მოთამაშეები ჰყავთ. ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც: “რომას” კონკურენტები ერთმანეთში რომ თამაშობენ, ზემოთ ამოიკითხავდით და შესაბამისად, “მგლებს” მოგება ორმაგად უნდა წაადგეთ.
ტურინის “იუვენტუსი” ლიდერ “ინტერს” 9 ქულით ჩამორჩება და ასეთი დაბალი სხვაობა ლიდერთან კარგა ხანია არ ჰქონია. ამის ფონზე გასაკვირი არაა, რომ “იუვეს” ფეხბურთელები სკუდეტოზე უკვე ალაპარაკდნენ. მიზეზიც აქვთ – “ბებერ ქალბატონს” ჩინებული შემადგენლობა ჰყავს და ბოლო დროს მოგებებსაც მოუხშირეს. ჩემპიონატში ბოლო სამ ტურში ქულათა მაქსიმუმი დააგროვეს, ხოლო ამას ლიგაზე “მანჩესტერ სიტის” ძლევა მოაყოლეს. თუმცა, პალერმოში თამაში ადვილი არავისთვისაა და აქამდე არც “იუვეს” გაადვილებია იქედან სამი ქულის წამოღება. თანაც “პალერმოს” ახალი მწვრთნელი ჰყავს დავიდე ბალარდინის სახით და იქნებ ახალი ცოცხის ფაქტორი სიცილიაშიც ამუშავდეს...
დღეს კი ორი მატჩია დაგეგმილი ტრადიციულად და მათგან მეტ ინტერესს “მილანისა” და “სამპდორიას” დაპირისპირება იწვვევს. “როსონერის” ერთი ხანობა წარმატებული სერია ედგა, მაგრამ ბოლო ორ ტურში მხოლოდ ქულა აიღო და გოლი საერთოდ არ გაუტანია. სინიშა მიხაილოვიჩს შეგირდების გამოფხიზლება დროულად მართებს. მეტოქე კი კერკეტი კაკალი “სამპდორიაა”. ერთი კვირის წინ წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა ლიგურიელთა თავკაცის პოსტზე ვინჩენცო მონტელას, რომელიც უდინეში დამარცხდა და შესაბამისად “აეროპლანინო” პირველი ქულების აღებას “სან სიროზე” აპირებს.
გათამაშების ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი და ლიდერი “ფიორენტინა” კი ორშაბათს ითამაშებს და მიმდინარე სეზონის აღმოჩენა “სასუოლოს” ეწვევა. ფლორენციელები ლიდერს ორი ქულით არიან დაშორებულნი და წინა ტურში რომ მოეგოთ ახლა თვითონ იქნებოდნენ ლიდერის ყვითელი მაისურით, მაგრამ მხოლოდ მესამეზე არიან. ეუსებიო დი ფრანჩესკოს “სასუოლო” კი კარგად თამაშობს და მეხუთე ადგილზეა.
“ტორინო” – “ბოლონია”
ტურინი, “ოლიმპიკო”
28 ნოემბერი, 21:00 საათი
“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, აკქუა, ვივესი, ბაზელი, მოლინარო; კვალიარელა, ბელოტი
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; როსეტინი, გასტალდელო, ოიკონომუ, მაზინა; დონსა, დიავარა, რიცო; მუნირი, მანკოსუ, ჯაკერინი
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
მსაჯი: დავიდე გერსინი
“მილანი” – “სამპდორია”
მილანი, “სან სირო”
28 ნოემბერი, 23:45 საათი
“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი; ჩერჩი, პოლი, მონტოლივო, ბონავენტურა; ბაკა, ნიანგი
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; დე სილვესტრი, რეჯინი, მესბა; ფერნანდო, ბარეტო; სორიანო; მურიელი, ედერი
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
მსაჯი: დანიელე დოვერი
“კიევო” – “უდინეზე”
ვერონა, “ბენტეგოდი”
29 ნოემბერი, 18:00 საათი
“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; ფრეი, გამბერინი, ცეზარი, გობი; კასტრო, რიგონი, ჰეტემაი; ბირსა; ინგლეზე, მეჯორინი
მწვრთნელი: როლანდო მარანი
“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, ფელიპე; ვიდმერი, ბადუ, ლოდი, იტურა, ედენილსონი; აგირე, ტერო
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო
მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი
“ფროზინონე” – “ვერონა”
ფროზინონე, “მატუზა”
29 ნოემბერი, 18:00 საათი
“ფროზინონე” (4-4-2): ლეალი; როზი, დიაკიტე, ბლანჩარდი, კრიველო; პაგანინი, ჩიბსა, გუჩერი, სოდიმო; დ. ჩიოფანი, დიონისი
მწვრთნელი: რობერტო სტელონე
“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; პიზანო, ბიანკეტი, მორასი, სუპრაიენი; იონიტა, გრეკო, ჰალფრედსონი; იანკოვიჩი, ტონი, გომესი
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
“ჯენოა” – “კარპი”
გენუა, “მარასი”
29 ნოემბერი, 18:00 საათი
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ბურდისო, ფიგერაში; რინკონი, ტინო კოსტა, ლაქსალტი; ლაზოვიჩი, პავოლეტი, პანდევი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
“კარპი” (4-4-1-1): ბელეცი; ძაკარდო, რომანიოლი, გალიოლო, გაბრიელ სილვა; ლეტიცია, ლოლო, მარონე, პაშიუტი; მატოსი; მბაკოგუ
მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი
მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი
“რომა” – “ატალანტა”
რომი, “ოლიმპიკო”
29 ნოემბერი, 18:00 საათი
“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, კასტანი, დინიე; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი; იტურბე, ჯეკო, იაგო ფალკე
მწვრთნელი: რუდი გარსია
“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; რაიმონდი, სტენდარდო, პალეტა, ბრივიო; გრასი, დე რუნი, კურტიჩი; მორალესი, პინილია, გომესი
მწვრთნელი: ედუარდო რეია
მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე
“ემპოლი” – “ლაციო”
ემპოლი, “კასეტალანი”
29 ნოემბერი, 21:00 საათი
“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ტონელი, კოსტა, მარიო რუი; ზიელინსკი, პარედესი, ბუჩელი; საპონარა; ლივაია, მაკარონე
მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო
“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, მაურისიო, ჰოედტი, ლულიჩი; მილინკოვიჩი-სავიჩი, ბილია, პაროლო; კანდრევა, კლოზე, ფელიპე ანდერსონი
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
მსაჯი: მიშელ ფაბრი
“პალერმო” – “იუვენტუსი”
პალერმო, “რენცო ბარბერა”
29 ნოემბერი, 23:45 საათი
“პალერმო” (4-3-2-1): სორენტინო; სტრუნა, გონსალესი, გოლდანიგა, ლაზაარი; რიგონი, იაიალო, ჰილიერმაკი; ბრუგმანი, ვასკესი; ჯილარდინო
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; კუადრადო, სტურარო, მარკიზიო, პოგბა, ევრა; დიბალა, მორატა
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
მსაჯი: პაოლო ვალერი
“სასუოლო” – “ფიორენტინა”
რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”
30 ნოემბერი, 22:00 საათი
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო; მისიროლი, მანიანელი, დანკანი; ფლორო ფლორესი, დეფრელი, სანსონე
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, ასტორი; ბერნარდესკი, ბადეი, ვესინო, ალონსო; როსი, ბორხა ვალერო, კალინიჩი
მწვრთნელი: პაულო სოუზა
მსაჯი: დავიდე მასა
“ნაპოლი” – “ინტერი”
ნეაპოლი, “სან პაოლო”
30 ნოემბერი, 23:55 საათი
“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, იგუაინი, ინსინიე
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“ინტერი” (4-3-3): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მირანდა, მურილო, ნაგატომო; გუარინი, მედელი, ფელიპე მელო; ლიაიჩი, იოვეტიჩი, პერიშიჩი
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
მსაჯი: დანიელე ორსატო





