არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელის ლიონელ მესისთვის “სოსიედადთან” ჩატარებული მატჩი კარიერაში მე-600 გახლდათ.
პრიმერადივიზიონის მე-13 ტურის შეხვედრაში “ბლაუგრანამ” “კამპ ნოუზე” 4:0 გაიმარჯვა, მესიმ კი თავი 91-ე წუთზე გამოიჩინა. სამხრეთამერიკელისთვის აღნიშნული გოლი 470-ე გახლდათ.
მესის დებიუტი ესპანური გრანდის რიგებში 2004 წელს შედგა, ხოლო ეროვნულ ნაკრებში 2005 წლიდან ასპარეზობს.





