სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:22 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში სიმჭიდროვეა

ინგლისის ჩემპიონატში მე-14 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში ვითარება ძალიან დაიძაბა. პრემიერლიგაში ორხელისუფლებიანობაა – “მანჩესტერ სიტისა” და “ლესტერს” თანაბარი 29-29 ქულა აქვთ, თუმცა ერთი მარცხი შემდეგ შესაძლოა მეოთხე ადგილზე აღმოჩნდნენ, რადგანაც “არსენალი” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება ლიდერებს. საერთოდაც, ცხრილის ზედა ნაწილში ძალიან სიმჭიდროვეა. მე-10 ადგილოსანი “საუთჰემპტონი” ლიდერებს მხოლოდ 9 ქულით ჩამორჩება, როდესაც საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ადგილოსანი “პარის სენ-ჟერმენი” უახლოეს მდევარს 13 ქულით უსწრებს, ხოლო გერმანიის ჩემპიონატში მიუნხენის “ბაიერნს” მე-2 ადგილოსანთან რვაქულიანი ფორა აქვს.

ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს “უაით ჰართ ლეინზე” გამართული ლონდონური დერბი იწვევდა, თუმცა გუნდებმა მაყურებლებს იმედი გაუცრუეს და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და უფრო მეტი მომენტიც ჰქონდათ, თუმცა ბეგოვიჩის კარგი თამაშის წყალობით “ჩელსიმ” კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ბოსნიელმა კიპერმა კეინსა და სონს რამდენიმე რთული ბურთი აუღო, ხოლო სტუმართაგან გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი მეორე ნახევარში ედენ აზარს ჰქონდა, მაგრამ უგო ლორისმა ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და საკუთარი გუნდი გადაარჩინა – 0:0. “დეზებმა” 25 ქულა დააგროვეს და მე-5 პოზიციაზე დარჩნენ, თუმცა ლიდერებს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან. რაც შეეხება “ჩელსის”, ჟოზე მოურინიოს შეგირდები 15 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფებიან.

პრემიერლიგაში ზედიზედ მეორედ იმარჯვა “ლივერპულმა”, მე-6 საფეხურამდე აღზევდა და ჩემპიონთა ლიგის ზონას ოთხი ქულითღა ჩამორჩება. “წითლებმა” საკუთარ მოედანზე “სუონსის” მინიმალურად სძლიეს, რომელსაც ერთადერთი გოლი 62-ე წუთზე ჯეიმს მილნერმა გაუტანა პენალტით – 1:0.

სამაგიეროდ, ქულები დაკარგა ლონდონის “არსენალმა”, რომელმაც გასვლაზე “ნორვიჩს” ვერ აჯობა. “მეთოფეები” მესუთ ოზილის გოლით იგებდნენ, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს წონასწორობა გრებანიმ აღადგინა და დარჩენილ დროში შედეგი აღარ შეცვლილა – 1:1.

ასეთივე ანგარიშით დასრულდა “ბოლეინ გრაუნდზე” გამართული შეხვედრა, სადაც “ვესტ ჰემმა” “ვესტ ბრომვიჩს” უმასპინძლა და ქულა გაატანა შინ. “ჩაქუჩები” მაურო ზარატეს გოლით იგებდნენ, რომელმაც შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა, თუმცა უინსტონ რიდის ავტოგოლმა ლონდონურ კლუბს ორი ქულა დააკარგვინა – 1:1.

ტოტენჰემი – ჩელსი 0:0

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, უოლკერი, როუზი, დაიერი, მეისონი (ლამელა 56), სონი (ნჯიე 75), დემბელე, ერიკსენი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, ზუმა, კეჰილი, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, მატიჩი, ფაბრეგასი, ოსკარი, ვილიანი (კენედი 89), პედრო (ლოფტუს-ჩიკი 92) აზარი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გაფრთხილებები: როუზი, კეინი, უოლკერი, ვერტონგენი – მატიჩი, აზპილიკუეტა
მსაჯი:
მაიკლ ოლივერი

ვესტ ჰემი – ვესტ ბრომვიჩი 1:1 (1:0)

ლონდონი, “ბოლეინ გრანდი”

ვესტ ჰემი (4-1-4-1): ადრიანი, რიდი, ოგბონა, კრესველი, ჯენკინსონი, ობიანგი (ე.კეროლი 64), ლანცინი, კუაიტე, ზარატე (ანტონიო 82), მოზესი, სახო (იელავიჩი 74).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

ვესტ ბრომვიჩი (4-4-1-1): მაიჰილი, ოლსონი, მაკოლი, დოუსონი, ევანსი, იაკობი, დ.ფლეტჩერი, მაკკლინი, სესენიონი (ლამბერტი 46), მორისონი, რონდონი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლები: 1:0 ზარატე (17), 1:1 რიდი (50 ს.კ.)
გაფრთხილებები: ოლსონი, იაკობი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ლივერპული – სუონსი 1:0 (0:0)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-3-3): მინოლე, შკრტელი, ლოვრენი, კლაინი, მორენო, ჩანი, ლალანა, მილნერი, აიბი (ტურე 95), ფირმინო (ჰენდერსონი 64), ბენტეკე (სტარიჯი 71).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ბერტლი, ნოუტონი, ნ.ტეილორი, კი, ბრიტონი (კორკი 65), რუტლიჯი (მონტერო 72), სიგურდსონი, ა.აიუ, ედერი (გომისი 69).
მწვრთნელი: გარი მონკი

გოლი: მილნერი (62 პენ.)
გაფრთხილებები: მილნერი, შკრტელი, მინოლე – ბერტლი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

ნორვიჩი – არსენალი 1:1 (1:1)

ნორვიჩი, “კეროუ როუდი”

ნორვიჩი (4-2-3-1): რუდი, ბენეტი, ბასონგი, ოლსონი, უისდომი, ო’ნილი, დორანსი, ბრედი, ჰაუსონი (რედმონდი 71), ჰულაჰანი (ოჯიჯა-ოფოე 85), გრებანი (ჯერომი 85).
მწვრთნელი: ალექს ნილი

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, კოშელნი (პაულისტა 11), მერტესაკერი, მონრეალი, ბელერინი, ფლამინი, კასორლა, სანჩესი (კემპბელი 60), ოზილი, რემსი (ჩემბერლენი 72), ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1 ოზილი (30), 1:1 გრებანი (43)
გაფრთხილებები: ო’ნილი – კასორლა
მსაჯი: ჯონათან მოსი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.176464