სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:08 | 6.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" გალიდერდა, "რომას" მოგება ავიწყდება (+VIDEO)

მილანის “ინტერი” სერია A-ს ცხრილის სათავეში დაბრუნდა, მაგრამ შესაძლოა, ერთი დღით, რადგან ყოფილ ლიდერ “ნაპოლის” დღეს სათამაშო აქვს. თუმცა, ახლა ფაქტია, რომ “ნერაძური” დანარჩენ კალჩოს წევრებს ისევ ზემოდან დაჰყურებს.

“ინტერნაციონალემ” მორიგი სამი ქულა “ჯენოასთან” მატჩში მოიპოვა, თანაც დამსახურებულად. რობერტო მანჩინის ბიჭები მეტოქეს ორივე ტაიმში სჯაბნიდნენ და რომ ვერ მოეგოთ, უსამართლობაც იქნებოდა. “ინტერის” ქომაგთა გასახარად კი “ჯუზეპე მეაცაზე” უსამართლო შედეგის დაფიქსირებას ხელი სერბმა ადემ ლიაიჩმა შეუშალა, ვინაც 59-ე წუთზე საჯარიმო დარრყმა მახვილი კუთხიდან გაიტანა და მანამდე გადასარევად მოთამაშე მატია პერინი სიტუაციაში დროულად ვერ გაერკვა. ისე, ლიაიჩი ბოლო დროს შესაშურ ფორმაშია და მილანში უკვე სერიოზულად ფიქრობენ მისი სატრანსფერო უფლებების სრულად გამოსყიდვაზე. მოგეხსენებათ, ადემი “რომას” საკუთრებაა.

აი, “რომა” კი ისევ ვერ იგებს. არადა, “ჯალოროსი” რთულ მეტოქე, “ტორინოსთან” მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ მსაჯის დამატებულ მეოთხე წუთზე მაქსი ლოპესმა ბრუნო პერესის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად აქცია და ტაბლოზე საყაიმო ანგარიში, 1:1 აციმციმა. მანამდე, “რომა” მირალემ პიანიჩმა დააწინაურა 84-ე წუთზე. მიმდინარე სეზონში ბოსნიელი რომაელთა აშკარა ლიდერია და “რომაში” მის თამაშზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

“ტორინო” – “რომა” 1:1 (0:0) (მიმოხილვა)

ტურინი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 17 000

“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, აკქუა, ბაზელი (ბენასი 69), ვივესი, მოლინარო (მარტინესი 86); ბელოტი, კვალიარელა (მაქსი ლოპესი 66)

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე; ნაინგოლანი (ვაინკე 71), პიანიჩი, დე როსი; ჟერვინო (იტურბე 25), ჯეკო, იაგო ფალკე (ტოროსიდისი 85)

მწვრთნელი: რუდი გარსია

გოლები: 0:1 პიანიჩი (84), 1:1 მაქსი ლოპესი (90, პენ)

გაფრთხილება: ბრუნო პერესი (28), აკქუა (36), გლიკი (74) – პიანიჩი (16), ფლორენცი (36), ნაინგოლანი (57), მანოლასი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 6 (4) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ანტონიო დამატო

“ინტერი” – “ჯენოა” 1:0 (0:0) (მიმოხილვა)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

მაყურებელი: 40 000

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მურილო, მირანდა, ტელეში; მედელი, ფელიპე მელო (ბროჟოვიჩი 46); ბიაბიანი, იოვეტიჩი (პერიშიჩი 75), ლიაიჩი; პალასიო (გუარინი 90)

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; ანსალდი, ბურდისო, იცო (სისოხო 81); ფიგერაში (პანდევი 75), ტინო კოსტა, რინკონი, ლაქსალტი; პეროტი, გაკპე, ლაზოვიჩი (კაპელი 60)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლი: 1:0 ლიაიჩი (59)

გაფრთხილება: დ’ამბროზიო (69, 87), ტელეში (83) – ტინო კოსტა (29), ანსალდი (89), პეროტი (90)

გაძევება: დ’ამბროზიო (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 4 (2) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.106838