სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:05 | 7.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" 4 თვის შემდეგ წაგება ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XV ტურის შემდეგ ახალი ლიდერი ჰყავს. მილანის “ინტერი” ჯერ კიდევ შაბათს გალიდერდა, მაგრამ “ნაპოლი” მოგების შემთხვევაში პირველ პოზიციას დაუბრუნდებოდა, თუმცა ნეაპოლიტანელებმა 23 აგვისტოს, ანუ პირველი ტურის შემდეგ პირველად წააგეს და მესამე ადგილამდე დაქვეითდნენ.

მაურიციო სარის ბიჭებმა ჩემპიონატი ცუდად რომ დაიწყეს, ძველი ამბავია: საწყის სამ ტურში “ნაპოლის” ოდენ ორი ქულა ჰქონდა, მაგრამ მას მერე “აძური” ქულებს თითქმის არ კარგავდა და სწორედ იქ დაუცდა ფეხი, სადაც ნაკლებად მოელოდნენ. რობერტო დონადონის “ბოლონია” წლეულს ვარსკვლავებს ნამდვილად არ წყვეტდა და მაგიტომ... თუმცა, “როსობლუმ” სამხრეთელებთან თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა და უკვე ერთ საათში მეტოქეს სამი უპასუხო გოლით უგებდა. აქედან ორჯერ მატია დესტრომ გაიტანა. არადა, წელს არც “რომასა” და “მილანის” ექს ფორვარდი ვარგობს, მაგრამ სარის გუნდს მისი შეჩერება გაუჭირდა და ვერც მოახერხა. დესტროს გოლებს შორის გატანა ცენტრალურმა მცველმა ლუკა როსეტინიმაც მოასწრო. მართალია, ბოლოსკენ “ნაპოლი” გონს მოეგო, რაც გონსალო იგუაინის შესრულებულ დუბლში აისახა, მაგრამ ამან მხოლოდ ანგარიში შეცვალა და შედეგზე ვერავითარი ზეგავლენა იქონია. აღნიშნული გოლები მხოლოდ არგენტინელს თუ წაადგება – “პიპიტას” უკვე 14 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში კიდევ უფრო დაწინაურდა.

“ნაპოლის” მარცხით მშვენივრად ისარგებლა და მეორე საფეხურზე აინაცვლა ფლორენციის “ფიორენტინამ”. “იებმა” “არტემიო ფრანკიზე” “უდინეზეს” მარტივად და ოფლის დაუღვრელად აჯობეს. ჯერ მილან ბადეიმ იხეირა მეკარის შეცდომით, ხოლო მეორე ტაიმში იოსიპ ილიჩიჩმა და გონსალო როდრიგესმაც ივარგეს. საერთოდ, პაულო სოუზას დამოძღვრილი “ფიორენტინა” ლამაზ და სანახაობრივ თამაშს აჩვენებს, რომლის ყურება ნეიტრალურ ქომაგს ნამდვილად უნდა სიამოვნებდეს. კარგი თამაში კი შედეგში ისახება: “ფიორენტინა” ლიდერ “ინტერს” კინკილა ქულით ჩამორჩება.

ისტორიაში ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელ სეზონს ატარებს “სასუოლო”. “ნეროვერდი” მეექვსე ადგილზეა და როგორც ჩანს, ეს შემთხვევითობა სულაც არაა. ან რანაირად უნდა იყოს, როცა ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი თამაშს ფაქტობრივად არ აგებს. ასე იყო დღესაც – გენუაში, “სამპდორიასთან” “სასუოლომ” თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, როცა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. მეორე ნახევარში ერთადერთი რამ შეიცვალა: “სამპამ” ბოლო წუთზე პრესტიჟის გოლი შეაგდო. გენუურ გუნდს კი სერიოზული კრიზისი უდგას. ვალტერ ძენგას წასვლის მერე, უკვე სამი ტური მიილია და ჯერ ქულაც არ აუღია. შესაბამისად, ვინჩენცო მონტელას შესაძლოა, ახლად ამოლაგებული ბარგის უკან ჩალაგებაც მოუწიოს, ვინ იცის...

“სამპდორიასი” არ იყოს, იგივე დღეშია სიცილიური “პალერმო”. კუნძულელებში დავიდე ბაალრდინის მოსვლამ უკეთესობისკენ არაფერი შეცვალა, უფრო პირიქით – გააუარესა. “პალერმო” ამჯერად ბერგამოში ადგილობრივ “ატალანტასთან” დამარცხდა, თანაც დიდი ანგარიშით – 0:3. აღნიშნულ მატჩში ერთი საინტერესო რეკორდი დამყარდა: მასპინძელთა ვეტერანი ნახევარმცველი ჯულიო მილიაჩო მოედანზე 32 წამის გამოსული გახლდათ, როცა მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა და გასახდელში გაუშვა. ეს კი, სერია A-ში 2004 წლის მერე ყველაზე სწრაფი გაძევებაა.

“ვერონას” ვეღარც ჯიჯი დელ ნერი შველის – “ვერონამ” ამჯერად საკუთარ მოედანზე “ემპოლისთან” უღიმღამოდ წააგო (0:1) და უფსკრულისგან აღარაფერი აშორებს. ვერონელებს მიმდინარე ჩემპიონატში მოგების გემო არ გაუსინჯავთ და ბოლო ადგილზე მყარად არიან დალექილნი.

სამაგიეროდ, მშენივრად მისდის საქმეები მეორე ვერონულ გუნდ “კიევოს”. “მფრინავმა ვირებმა” ამჯერად “ფროზინონეს” მისსავე მოედანზე მოუგეს – თამაშის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა, როცა “კიევომ” ერთბაშად ორი გოლი გაიტანა.

მე-15 ტურის დასკვნით შევხედრაში კი “მილანმა” ისევ წაიფორხილა – “როსონერი” დებიუტანტ “კარპის” მოდენაში დაუზავდა – 0:0. არადა, ლომბარდიელები უპირატესობას ფლობდნენ და გატანაც მართებდათ, მაგრამ კუნძულელთა კარს გასაღები ვერ მოარგეს. როგორც ჩანს, სინიშა მიხაილოვიჩის გუნდს სტაბილურად ათამაშება ჯერ კიდევ არ ძალუძს. სხვათა შორის, აღნიშნული მატჩის ერთადერთი გამოდგა დღევანელ სათამაშო დღეს, რომელიც ფრედ დასრულდა.

“ბოლონია” – “ნაპოლი” 3:2 (2:0) (მიმოხილვა)

ბოლონია, “რენატო დალ არა”

მაყურებელი: 19 000

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ოიკონომუ, როსეტინი, გასტალდელო, მაზინა; ტაიდერი, დიავარა (პულგარი 90), ბრიენცა (ბრიგი 65); რიცო (მბიაიე 74), დესტრო, მუნირი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი (მაჯო 63), ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი (ლოპესი 76), ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი (მერტენსი 65), იგუაინი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 1:0 დესტრო (14), 2:0 როსეტინი (21), 3:0 დესტრო (60), 3:1 იგუაინი (87), 3:2 იგუაინი (90)

გაფრთხილება: დესტრო (39), მაზინა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 12 (6) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 4:7 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“ატალანტა” – “პალერმო” 3:0 (2:0) (მიმოხილვა)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 14 000

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; რაიმონდი, პალეტა, კერუბინი, ბრივიო; დე რუნი, ჩიგარინი, კურტიჩი (მილიაჩო 76); გომესი (დ’ალესანდრო 72), დენისი, მორალესი (ესტიგარიბია 84)

მწვრთნელი: ედუარდო რეია

“პალერმო” (4-3-1-2): სორენტინო; ანდელკოვიჩი (მორგანელა 53), გოლდანიგა, გონსალესი, ლაზაარი; ჰილიერმაკი (ქუაისონი 56), ბრუგმანი, ჩოჩევი; იაიალო (პეცელა 65); ტრაიკოვსკი, ჯილარდინო

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი

გოლები: 1:0 დენისი (18), 2:0 კერუბინი (25), 3:0 დე რუნი (80)

გაფრთხილება: კურტიჩი (42) – ანდელკოვიჩი (50), იაიალო (65), გონსალესი (68)

გაძევება: მილიაჩო (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 17 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: კარმინე რუსო

“ფიორენტინა” – “უდინეზე” 3:0 (1:0) (მიმოხილვა)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 29 000

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; როდრიგესი, ტომოვიჩი, ასტორი; ბერნარდესკი (ბაბაკარი 87), ბადეი, ვესინო, ალონსო; ბორხა ვალერო (ჟილბერტო 81), ილიჩიჩი (პასკუალი 73); კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; დანილო, ფელიპე (მარკინიო 76), პირისი; ვიდმერი, იტურა (ფერნანდესი 56), ლოდი, ბადუ, ედენილსონი; აგირე (დი ნატალე 58), ტერო

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

გოლები: 1:0 კალინიჩი (26), 2:0 ილიჩიჩი (62, პენ), 3:0 როდრიგესი (86)

გაფრთხილება: როდრიგესი (29), ჟილბერტო (84) – იტურა (34), ფელიპე (56), ბადუ (62), დანილო (70), ედენილსონი (79)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 7 (2) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: მარკო გუიდა

“ფროზინონე” – “კიევო” 0:2 (0:0)

ფროზინონე, “მატუზა”

მაყურებელი: 7 500

“ფროზინონე” (4-4-2): ლეალი; როზი, პავლოვიჩი, დიაკიტე, ბერტონჩინი (ლონგო 90); სოდიმო (კარლინი 66), გორი (გუჩერი 76), სამარკო, პაგანინი; დ. ჩიოფანი, დიონისი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩატორე, დაინელი, გამბერინი, გობი; რიგონი, რადოვანოვიჩი (პინცი 80), ჰეტემაი; ბირსა (პეპე 68); პალოსკი, ინგლეზე (მეჯორინი 58)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 0:1 პალოსკი (90, პენ), 0:2 მეჯორინი (90)

გაფრთხილება: გორი (22), დიონისი (27), დიაკიტე (89) - რიგონი (16), პალოსკი (33), დაინელი (46), კაჩიატორე (83), პეპე (90)

გაძევება: პეპე (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 7 (3) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 9:6 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“ვერონა” – “ემპოლი” 0:1 (0:0)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 18 000

“ვერონა” (4-4-2): გოლინი; პიზანო (სალა 67), მორასი, ბიანკეტი, სუპრაიენი; ვსჟოლეკი (იანკოვიჩი 56), ჰალფრედსონი, ვივიანი (ძაკანი 78), იონიტა; ტონი, სილიგარდი

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, კოსტა, ბარბა, მარიო რუი; ზიელინსკი, პარედესი (კროჩე 73), ბუჩელი; საპონარა (მაიელო 53); მაკარონე, პუჩიარელი (პიუ 85)

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

გოლები: 0:1 კოსტა (61)

გაფრთხილება: ჰალფრედსონი (63) - მარიო რუი (6), კოსტა (11), ბუჩელი (40), პარედესი (60)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 9 (5) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 12:0 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

“სამპდორია” – “სასუოლო” 1:3 (0:3) (მიმოხილვა)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21 000

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; კასანი, მოისანდერი, სილვესტრე, რეჯინი (ძუკანოვიჩი 81); ფერნანდო (პალომბო 56), ბარეტო, ლაზაროსი (კარბონერო 60); სორიანო; კასანო, ედერი

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო (ლონგი 68); პელეგრინი, მისიროლი, ლარიბი; პოლიტანო (ბიონდინი 71), ფლოკარი (დეფრელი 76), სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 0:1 აჩერბი (8), 0:2 ფლოკარი (27), 0:3 პელეგრინი (39), 1:3 ძუკანოვიჩი (90)

გაფრთხილება: სილვესტრე (84), კასანი (90) - აჩერბი (17), ვრსიალკო (29), პელეგრინი (44)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 13 (10) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 11:6 თამაშგარე: 6:0

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“კარპი” – “მილანი” 0:0 (0:0) (მიმოხილვა)

მოდენა, “ბრალია”

მაყურებელი: 20 000

“კარპი” (4-4-1-1): ბელეკი; ლეტიცია, ძაკარდო, რომანიოლი, გალიოლო; პაშიუტი, კოფიე, ლოლო, ლასანია (მბაკოგუ 72); მარტინიო (დი გაუდიო 53); ბორიელო (გაბრიელ სილვა 87)

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, რომანიოლი, ალექსი, დე შილიო; ჩერჩი (ლუის ადრიანო 69), მონტოლივო, კუჩკა, ბონავენტურა; ბაკა, ნიანგი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გაფრთხილება: ალექსი (14), რომანიოლი (57)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 13 (8) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 2:12 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09548