ფეხბურთი

1:50 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კატალონიელები და ვალენსიელები კვლავ დაზავდნენ

ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის დასკვნით შეხვედრაში მორიგი კატალონიურ-ვალენსიური დაპირისპირება შედგა და “მესტალიაზე” გამართული შეხვედრის მსგავსად, “კორნელია ელ პრატზეც” საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა: “ესპანიოლმა” ბოლო ადგილზე მყოფ “ლევანტეს” შინ ქულა გაატანა.

პირველი ნახევარი სტუმრებმა ლერმას გოლით მოიგეს, რომელმაც მე-6 წუთზე როკოს მოპარა ბურთი და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა საკუთარი შანსი გამოიყენა.

მასპინძელთა თავკაცმა სერხიო გონსალესმა შესვენებაზე მარკოს ასენსიო ხერარდ მორენოთი შეცვალა, რაც 10 წუთში გაირკვა, რომ სწორი გადაწყვეტილება გახლდათ. “ვილიარეალის” ყოფილი ფორვარდი ვიქტორ სანჩესის კარის გასვრივ გადაცემას გამოეხმაურა და წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში სტუმრები უფრო აქტიურობდნენ და 71-ე წუთზე დეივერსონმა გოლის გატანაც მოახერხა, რომელიც ველასკო კარბალიომ თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა. კარგი მომენტი ჰქონდა ხორდი ხუმეტრას, რომელსაც გოლის გატანა პაუ ლოპესმა არ დაანება – 1:1.

“ესპანიოლმა” 17 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზე დარჩა, ხოლო “ლევანტეს” 11 ქულა გაუხდა და მე-19 საფეხურზე გადაინაცვლა.

ესპანიოლი – ლევანტე 1:1 (0:1)

ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ, ა.გონსალესი, როკო, ხ.ლოპესი, ფუენტესი, ვ.სანჩესი (ბურგუი 77), დიოპი, ასენსიო (ხ.მორენო 46), ვ.ალვარესი, ჰ.პერესი, ა.პერესი.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

ლევანტე (4-3-3): რუბენი, ფედალი, დ.ნავარო, პ.ლოპესი, ტონიო, ლერმა, სიმაო, კამარასა (კასადედუსი 74), მორალესი (ხუმეტრა 64), რ.გარსია, დეივერსონი (როჟერი 81).
მწვრთნელი: რუბი

გოლები: 0:1 ლერმა (6), 1:1 ხ.მორენო (56)
გაფრთხილებები: დიოპი, როკო, კაისედო, ხ.მორენო – ლერმა, პ.ლოპესი, კასადედუსი, ტონიო, ხუმეტრა
მსაჯი: ველასკო კარბალიო

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.090613