ფეხბურთი

2:29 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კანფეტებმა” და “არწივებმა” ქულები გაიყვეს

ინგლისის ჩემპიონატის მე-15 ტურის დასკვნითი შეხვედრა “გუდისონ პარკზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ევერტონმა” ლონდონური “კრისტალ პალასი” მიიღო და ქულა გაატანა შინ.

მატჩის მთავარი მოვლენები ბოლოსკენ განვითარდა. 76-ე წუთზე პანჩონის მოწოდებულ კუთხურს დელანი გამოეხმაურა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ლონდონელთა სიხარულმა მხოლოდ ხუთ წუთს გასტანა – 81-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე ჟერარ დეულოფეუმ იყოჩაღა, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ცარიელ კართან მდგომ რომელუ ლუკაკუს დაბალი გადაცემა გაუკეთა, რომელსაც ბურთის გატანა არ გასჭირვებია – 1:1.

კლუბები ერთმანეთისგან მეზობლად იმყოფებიან. “კრისტალ პალასი” 23 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო “ევერტონს” 22 ქულა აქვს და მე-9 პოზიციას იკავებს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას უეინ რუნი ესწრებოდა, რომელიც "ევერტონის" აღზრდილია.

ევერტონი – კრისტალ პალასი 1:1 (0:0)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, მორი, სტოუნზი, კოულმენი, გალოვეი (ბეინსი 62), ბერი, კლევერლი, ბარკლი, კონე, დეულოფეუ, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

კრისტალ პალასი (4-3-3): ჰენესი, დელანი, დანი, იარდი, სუარე, კაბაიე (მუტჩი 77), იედინაკი, მაკარტური, ბოლასი, პანჩონი, ვიკჰემი (გაილი 77).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლები: 0:1 დანი (76), 1:1 ლუკაკუ (81)
გაფრთხილებები: მორი – ვიკჰემი, მაკარტური
მსაჯი:
კრეიგ პაუსონი

0.088463