“კლივლენდ კავალიერსის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ცნობილ კომპანია “ნაიკთან” სიცოცხლის ბოლომდე კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “მეფე” “ნაიკისგან” ყოველწლიურად მინიმუმ 60 მილიონ დოლარს მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, “ნაიკის” 44 წლიან ისტორიაში ეს იქნება ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტი.
ამერიკული კომპანია ლებრონის ხელმოწერით სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებს, რაც “ნაიკს” წელიწადში 400 მილიონ დოლარს მოუტანს.









